სვანური ლალხორი: სვანეთში ჰესები არ აშენდება
სვანეთში ახალი ძალით იფეთქა საპროტესტო ტალღამ ჰიდროელექტოსადგურების მშენებლობის წინააღმდეგ. ამჯერად, მიზეზი მდინარე მესტიაჭალაზე მიმდინარე ორი ჰესის მშენებლობაა (მესტიაჭალა ჰესი-1 და მესტიაჭალა ჰესი-2), რომელსაც საქართველოს ბანკი შვილობილი კომპანიების (BGEO, გალტ ენდ თაგარტი, სგეკ, სვანეთი ჰიდრო) მეშვეობით და ავსტრიელი ინვესტორების თანადაფინანსებით ახორციელებს.
მესტიაჭალაში ჰესების მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ აშშ დოლარია. მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ჰიდროელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ იქნება.
ბოლო ცხრა თვის განმავლობაში, მშენებლობა სულ მცირე სამჯერ გაჩერდა. ორჯერ სამშენებლო მოედანი წყალდიდობამ დააზიანა (ივლისი, სექტემბერი), წყალმა მშენებელი კომპანიის ტექნიკა წაიღო და მოწყობილი ინფრასტრუქტურა დაანგრია. დეკემბერში მშენებლებს გზა უკვე ადგილობრივებმა გადაუკეტეს იმ მოტივით, რომ ზემო სვანეთის უნიკალურ ბუნებას გამოუსწორებელი ზიანი ადგება.
გუშინ, მესტიის ცენტრში, სვანეთში ჰესების მშენებლობის აკრძალვის გადაწყვეტილება უკვე საერთო სასვანეთო კრება - ლალხორზე მიიღეს, რომელზეც სვანეთის ყველა თემის წარმომადგენელი იყო მისული.
სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის წევრმა დათო გულბანმა ლალხორზე განაცხადა, რომ მესტიაჭალა ჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში მომზადებულია კომპანია გამა კონსალტინგის მიერ, იმავე კომპანიის მიერ, რომელმაც ლარსი ჰესის გზშ-ც გააკეთა და დაწერა, რომ "ლარსი ჰესის ოპერირების პროცესში საშიში გეოდინამიკური პროცესების განითარების რისკი მინიმალურია".
მდინარე თერგზე 2014 წელს გახსნილი ლარსი ჰესი ღვარცოფმა ზედიზედ სამჯერ დაანგრია და ათზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ლარსი ჰესი 2016 წლის შემდეგ გაჩერებულია. დათო გულბანი ამბობს:
"მესტიაჭალა ჰესზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ავტორია გამა კონსალტინგი, ამ კომპანიის მიერ მოზადებული გზშ-ებით აშენებული არაერთი ჰესი წაიღო წყალმა პირდაპირი მნიშვნელობით. რამდენჯერმე ვკითხე მესტიაჭალა ჰესის მშენებლებს და ინვესტორს, რატომ უნდა ვენდო გამას მომზადებულ გზშ-ს მესტიაში, მაშინ როცა ბოლო წლებში, გამას სხვა პროექტებში, ლარსი ჰესზე, ბახვი ჰესზე, კირნათი ჰესზე, შუახევი ჰესზე არაერთი უმძიმესი პრობლემები შეიქმნა, მათ შორის მდინარე თერგზე 11 ადამიანი დაიღუპა და კაციშვილმა პასუხი არ აგო. ეს არის მწარე რეალობა.
შეხედეთ რას დაამსგავსეს მესტიაჭალას უნიკალური ხეობა, სამშენებლო პოლიგონად გადააქციეს, გადათხარეს, გადაჯეგეს ყველაფერი. პირდაპირ გეკითხებით, არის თუ არა ამ ნგრევის შედეგი ის, რომ ზემოთ მჟავე წყლები უკვე დაშრა?! ანუ დღეს თუ ვხედავთ რა მოაქვს ამ მშენებლობას, წარმოგიდგენიათ, მერე და მერე ეს ყველაფერი რას გამოიწვევს?!"
სვანურმა ლალხორმა გუშინ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ სვანეთის მოსახლეობა მესტიაჭალაჰესთან ერთად, რეგიონში ყველა დიდი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია.
"კატეგორიულად და საბოლოოდ ვკრძალავთ მთელს სვანეთში ჰესების მშენებლობას, ოქროს წარმოებასა და ყველა ბუნებისთვის, ადამიანის საცხოვრისის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისათვის მავნებელ, საზიანო და დამანგრეველი სამუშაოების ჩატარებას! ამიერიდან სვანეთში ჰესები აღარ აშენდება, მათ შორის: ხუდონ ჰესი, ნენსკრა ჰესი, მესტიაჭალა ჰესი და ზემო სვანეთში დაგეგმილი სხვა 50-ზე მეტ ჰესი!", - წერია ლალხორის განცხადებაში.
ამასთან, ლალხორი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს და სვანებს სვანეთის მკვიდრ მოსახლეობად აღიარებას მოითხოვს, რასაც მათთვის ტრადიციული და სათემო საკუთრების დაკანონება უნდა მოჰყვეს, ხოლო საერთაშორისო კანონმდებლობიდან გამომდინარე, სვანებთან შეთანხმების გარეშე, სვანეთში არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი აღარ განხორციელდეს.
ლალხორი ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოების განახლება/გაგრძელებას შეგნებულ პროვოკაციად აფასებეს, რაზეც მთელ პასუხისმგებლობას ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას აკისრებს. მესტიის მკვიდრმა მანანა საღლიანმა კერძოდ აღნიშნა:
"ეს სამართლიანი მოძრაობა სვანებმა აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, ყველა ერთად უნდა დავდგეთ. მესტიაში იქ სადაც სპორტდარბაზია გადაიკეტება გზა მხოლოდ ჰესის მშენებელი კომპანიისთვის, სამშენებლო ტექნიკას არ გაატარებენ, ამ მშენებლობას არ დავუშვებთ, ერთხელ და სამუდამოდ სვანები ვადასტურებთ, რომ არა ჰესებს!"
დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს სვანეთში წინ უძღოდა ანალოგიური შეკრება რაჭაშიც. ონში მოსახლეობა მდინარე რიონზე კასკადური ტიპის ორი ჰესის: ონი-1 ჰესისა და ონი-2 ჰესის მშენებლობას აპროტესტებს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 206 მგვტ-ი იქნება. პროექტს ქალაქ ონის გარდა, ზეგავლენა ექვს სოფელზე: სორზე, კომანდელზე, ხურუთზე, ლაგვანთაზე, ნაკიეთსა და გლოლაზე აქვს.
330 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო პროექტს კომპანია ფერი ახორციელებს, რაჭველების თქმით, ფერი სწორედ ის კომპანიაა, 2014 წელს, თერგზე ლარსი ჰესი რომ ააშენა. 2016 წელს, იგი ღვარცოფმა საბოლოოდ დაანგრია და ადამიანების სიცოცხლეც შეიწირა.
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
კომენტარები