მაესტროს ყოფილი თანამშრომლები არხის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებენ
ბიზნესკონტაქტისა და საქმიანი დილის 27 ყოფილ თანამშრომელს მაესტროს წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეაქვს. ისინი მიიჩნევენ, რომ მაესტროს დირექტორმა მათ უფლებამოსილება უკანონოდ შეუჩერა და მაესტროსგან მაისის ხელფასების ანაზღაურებასა და კომპენსაციას ითხოვენ.
მაესტროს ერთი-ერთი ყოფილი თანამშრომლის, ელენე ჩომახიძის განმარტებით, აღნიშნული 27 ადამიანი მაქსიმალურად შეეცადა სასამართლოს გვერდის ავლით მოეგვარებინა არსებული პრობლემა, თუმცა უშედეგოდ:
"ჩვენ ძალიან ბევრ კომპრომისზე წავედით და ძალიან ბევრი რამ დავთმეთ. მოხდა კიდეც ჩვენს იურისტსა და ტელეკომპანია მაესტროს დირექტორს შორის შეთანხმება, თუმცა შემდეგ, ისევ და ისევ შევეჩეხეთ მაესტროს ხელმძღვანელობისგან არათანმიმდევრულ ნაბიჯებს".
ბრალდებებს პასუხობს ტელეკომპანია მაესტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომდგენელი, მერი კარტოზია და ამბობს, რომ მაესტროს აღნიშნულმა ყოფილმა თანამშრომლებმა არხიდან წასვლა თავად გადაწყვიტეს:
"მე ახლა ხელში მიჭირავს მათი კოლექტიური განცხადება წასვლაზე. მათვე გადაწყვიტეს, რომ ამას პროვოკაციული ფორმა მისცემოდა. თუმცა, ფაქტია, რომ მაესტროს ამ გადაწყვეტილებით სერიოზული ფინანსური ზიანი მიადგა".
მან განმარტა, რომ ვინაიდან ორ მხარეს აქვს შემხვედრი ფინანსური პრეტენზიები არსებობს, საქმის არსობრივ გარკვევამდე, მაესტრო უარს ამბობს ჟურნალისტების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
2 ივნისს ბიზნესკონტაქტისა და საქმიანი დილის თანამშრომლებს უფლებამოსილება შეუჩერდათ. არხის დირექტორმა განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აღნიშნულმა თანამშრომლებმა მას ულტიმატუმი წაუყენეს, რომ ამავე გადაცემების ავტორი და წამყვანი, გიორგი ისაკაძე სამსახურში აღედგინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იტოვებდნენ უფლებას მთელი გუნდით ტელევიზიის დატოვებისას.
30 მაისს მაესტროს წამყვანი, გიორგი ისაკაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ტელეკომპანიის დირექტორმა, ზურაბ ნაყეურმა მიიღო და განმარტა, რომ გათავისფულების მიზეზი ისაკაძის საავტორო გადაცემების ე.წ. აუთსორსზე გასვლის მოთხოვნამ განაპირობა.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები