სვანიძის ქუჩის მცხოვრების მოგონებები სტიქიაზე, რომელსაც გადაურჩა
ვერეს ხეობაში, სვანიძის 16 ნომერში მცხოვრები ხათუნა ზუმბულიძე ერთ-ერთია, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ოჯახთან ერთად ხეობაში საცხოვრებლად მაინც დარჩა. მისი თქმით, მოლოდინი, რომ ტრაგედია ისევ განმეორდება, ნამდვილად არ აქვს და რომ ეშინოდეს, აქედან აუცილებლად წავიდოდა.
ზუმბულიძე ამბობს, რომ 2015 წლის 13 ივნისამდე მდინარე ვერეს ნაპირზე მდებარე ლაბორატორიის ეზო არაერთხელ დატბორილა, თუმცა წყლის დონე მცირე იყო ხოლმე და მოსალოდნელ საფრთხეებზე ადგილობრივებს არასდროს უფიქრიათ.
On.ge-სთან საუბარში იხსენებს, რომ 13 ივნისის ღამის 12-ის ნახევარზე სვანიძეზე შუქი ჩაქრა, რის გამოც აივანზე გამოვიდა მიზეზის გასაგებად, თუმცა ისე ძლიერ წვიმდა, რომ ვერაფერი დაინახა:
“არც ხმა ისმოდა ვინმესი, რომ მიშველეთ, ან რაიმე ასეთი. არც არავინ ჩანდა. შემდეგ ჩემს მეუღლეს უთხრეს, ქვემოთ მგონი ლაბორატორიის დაცვის ბიჭი ყვირის და ჩავიდეთო, რის შემდეგაც ჩემი მეუღლე და შვილი წავიდნენ იქ. ლაბორატორია ნაპირზე იდგა, ის ბიჭი კი უკვე სხვენზე იყო ასული მაღლა და იქიდან იძახდა, ლაბორატორიის ეზო დაიტბორა და რა ხდება, არ ვიციო”.
ზუმბულიძე იხსენებს, რომ ამის შემდეგ მეზობლებს, ვინც პირველ სართულებზე ცხოვრობდნენ უთხრეს, რომ მაღლა ასულიყვნენ. მისი თქმით, ყველაფერი ძალიან მალე მოხდა უკვე მაშინ, როდესაც მისი მეუღლე სახლისკენ მოდიოდა:
“რომ მოდიოდა, წყალი ფეხდაფეხ მოჰყვებოდა. ვინც შეძლო და მოასწრო სახლებიდან გამოსვლა, ამოვიყვანეთ აქ. აქედან ვხედავდით, რომ წყლის ნაკადი არ ჩერდებოდა. შემდეგ ჩემმა მეუღლემ მანქანა ეზოში შემოიყვანა, ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ წყალი ეზოში შემოვიდოდა, არათუ მეორე სართულზე. რომ შემოიყვანა, მანქანა წყალმა აწია და ზემოთ რკინებზე თავისით დაეკიდა”.
ზუმბულიძე ამბობს, რომ უცებ წყლის დონემ ისე აიწია, რომ ვინც ვერ მოასწრო გაქცევა, გადარჩენის შანსი აღარც ჰქონდა:
“ერთადერთი, რაც ჩანდა, იყო მანქანები, რომლებიც წყალმა სახურავებამდე აიტანა. უკვე მეორე სართულამდე რომ შემოაღწია წყალმა, ეზოში არსებული რკინებით კიდევ უფრო მაღლა მდებარე სახლის ეზოში გადავედით და ტერასებით ავედით მაღლა”.
ზუმბულიძის თქმით, სწორედ იმ დროს, როცა ის, მისი ოჯახის წევრები და გადარჩენილი მეზობლები ტერასებზე ბოლომდე ავიდნენ, ძლიერი აფეთქების მსგავსი ხმა გაიგეს, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ წყალმა ამოხეთქა და მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორია დატბორა:
“ისეთი ხმა იყო, მეგონა, რომ ბენზინგასამართი სადგური აფეთქდა. ამ ხმის მერე წყალმაც დაიწია და გადარჩა ყველაფერი ის, რაც მეორე სართულზე გაგვაჩნდა. ზემოდან რომ გადმოვიხედეთ, აქ იყო ოკეანე, არაფერი ჩანდა. ყველაფერი შავი იყო, რომელზეც თეთრი მაცივრები და მანქანები ტივტივებდა”.
ზუმბულიძე იხსენებს, რომ მეზობლის ბავშვები ახლდნენ თან, რომელთაგან ერთი ტიროდა და ამბობდა, რომ როდესაც სახლიდან გამოიქცა, დედაც მოჰყვებოდა, თუმცა რომ მიიხედა, ის ვეღარსად აღმოაჩინა:
“ვერ გადმოვიდაო. ერთი პირობა ვიფიქრე, სხვაგან ხომ არ წაიყვანეს-მეთქი, მაგრამ დედა შვილს წამოყვებოდა აუცილებლად და არ დატოვებდა. იმ პერიოდში ძალიან ბევრზე ვიფიქრეთ, რომ დაიღუპებოდნენ, მაგრამ ღმერთმა მაინც არ გაწირა ყველა”.
2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაიცვალა 21 და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი, დაზარალდა 239 ოჯახი და 1 041 ფიზიკური პირი, განადგურდა ზოოპარკის ინფრასტრუქტურა, დაიღუპა 281 ცხოველი.
განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი: კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი, თამარაშვილი-გმირთა მოედნის ტერიტორია, მზიური და ზოოპარკი. დაზიანდა სატრანსპორტო საშუალებები.
-
გადახედვამამუკა მდინარაძე საპროტესტო აქციაზე: 20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება მამუკა მდინარაძე საპროტესტო აქციაზე: 20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება
-
გადახედვარატი ამაღლობელი: ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას, ამდენივე უნდა ვიყოთ და კიდევ მეტი რატი ამაღლობელი: ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას, ამდენივე უნდა ვიყოთ და კიდევ მეტი
-
გადახედვათუკი ილიაუნის სტუდენტები გადაწყვეტენ, შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენ ვუერთდებით მათ — ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები თუკი ილიაუნის სტუდენტები გადაწყვეტენ, შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენ ვუერთდებით მათ — ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები
-
გადახედვანიაზ დიასამიძე: ნებისმიერი ძალადობა, ჩვენ მიმართ, იწვევს უკურეაქციას... ჩვენი მთავარი მრწამსია თავისუფლება ნიაზ დიასამიძე: ნებისმიერი ძალადობა, ჩვენ მიმართ, იწვევს უკურეაქციას... ჩვენი მთავარი მრწამსია თავისუფლება
-
გადახედვა"ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ევროპული ღირებულებებია" — კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სოლიდარობა თსუ-ს სტუდენტებს "ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ევროპული ღირებულებებია" — კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სოლიდარობა თსუ-ს სტუდენტებს
-
გადახედვაჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე ჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე
-
გადახედვათბილისში ევროპული მარში დაიწყო თბილისში ევროპული მარში დაიწყო
-
გადახედვა"რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში "რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში
-
გადახედვასაპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს საპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს
-
გადახედვათსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს თსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს
-
გადახედვაუნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი
-
გადახედვაქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას! ქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას!
-
გადახედვასაპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა საპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა
-
გადახედვაუჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
-
გადახედვაშვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას შვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას
-
-
გადახედვაროგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე
-
გადახედვაკობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები კობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები
-
-
გადახედვამეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა მეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა
-
გადახედვაზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან ზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან
კომენტარები