მაესტროს წამყვანი გიორგი ისაკაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ტელეკომპანია მაესტროს წამყვანი, გიორგი ისაკაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ტელეკომპანიის დირექტორმა, ზურაბ ნაყეურმა მიიღო.
როგორც ნაყეურმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ისაკაძის საავტორო გადაცემების ე.წ. აუთსორსზე გასვლის მოთხოვნამ განაპირობა:
"მე, როგორც ტელეკომპანიის დირექტორი ვიღებ გადაწყვეტილებას: მიმდინარე წლის 1 ივნისიდან შპს სტუდია მაესტრო ცალმხრივად წყვეტს 2014 წლის 10 ივლისს ჩვენ შორის გაფორმებულ შრომითი ხელშეკრულების მოქმედებას. უთანხმოების შემთხვევაში თქვენ გაქვთ უფლება, მიმართოთ სასამართლოს და ასეთ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას".
როგორც თავად ისაკაძე განმარტავს, დირექტორის აღნიშნული წერილი, რომელიც მან ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო, სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან ის 30 მაისს ესაუბრა ნაყეურს, რომელმაც განუცხადა, რომ მაესტროს დამფუძნებელთა 80%-თან კონსულტაციის შედეგად გადაწყდა, რომ ისაკაძესთან, როგორ პროექტის ხელმძღვანელთან, საქმიანი ურთიერთობა აღარ სურდათ.
ისაკაძემ განმარტა, რომ მაესტროსთან ბოლო პერიოდში მიმოწერისას მას აკავშირებდა სამი თემა ფინანსებთან მიმართებაში:
"პირველი ეს გახლავთ ჩემი როგორც კრედიტორის თემა: როდესაც კომპანიას შეექმნა საშიშროება, რომ მას დაედებოდა ყადაღა, დამფუძნებლებთან შეთანხმებით შევეცადე ეს პრობლემა აღმომეფხვრა. პირადად ავიღე ოვერდრაფტი ერთ-ერთი კომერციული ბანკიდან და დავფიქსირდი კრედიტორად".
გარდა ამისა, ისაკაძე განმარტავს, რომ ფინანსებს უკავშირდება თემა რომელიც ეხება თანამშრომლებისთვის წლის ბოლოსთვის მაინც ხელფასების მატებას 20%-ით:
"მივიღე პასუხი, რომ ეს ვერ მოხდებოდა წელს და მას გაგებით მოვეკიდეთ. მიზეზი იყო ხელშეკრულება, რომელიც ფიქსირებულ ხელფასებს გულისხმობს და ცვლილება მასში ვერ შევიდოდა".
რაც შეეხება ე.წ. აუთსორსზე გასვლას, ისაკაძემ აღნიშნა, რომ ნაყეურმა ამ მოთხოვნაზე მას უარი უთხრა.
ასევე მან განმარტა, რომ მხოლოდ ზეპირი შეთანხმება არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი სახელფასო ანაზღაურება გადაიხედებოდა, თუმცა კონტრაქტში არაფერი შეცვლილა:
"ამაზეც მივიღეთ პასუხი, რომ კომპანიას არ აქვს საშუალება, რომ სახელფასო გადახედვა მოხდეს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კონტრაქტი, რომელიც მე მაქვს მაესტროსთან გაფორმებული არ ითვალისწინებს, რომ მე უნდა წამეყვანა გადაცემა".
მისი თქმით, საბოლოდ გათავისუფლების მიზეზი გამოდის ის, რომ არის ტოტალური სხვაობა მასა და მაესტროს დამფუძნებლების, ასევე გენერალურ დირექტორის ხედვებს შორის აუთსორსთან დაკავშირებით.
ისაკაძე ამ დრომდე გადაცემების - საქმიანი დილის, ბიზნესკონტაქტისა და ანალიტიკის პროექტების მენეჯერი და წამყვანი იყო.
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
კომენტარები