მოსამართლე გუჯაბიძე გავრამიას: თუ ვიღაცის დაწერილი გადაწყვეტილება ჩემს გადაწყვეტილებას დაემთხვევა, მანტიას გავიხდი
თბილისის სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვაზე მოსამართლემ ნიკა გვარამიას რეპლიკას უპასუხა და შესთავაზა ტესტი, რომელიც მის მიუკერძოებლობას შეამოწმებდა.
ნათია გუჯაბიძემ თქვა, რომ თუ ვიღაცის დაწერილი გადაწყვეტილება მის გადაწყვეტილებას დაემთხვევა, მანტიას გაიხდის და თანამდებობას დატოვებს:
"როდესაც მოვა გადაწყვეტილების გამოცხადების პროცესი, ჩვენ გამოვაცხადებთ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, თქვენ აქ პაკეტში დალუქული სახით იქონიეთ ის გადაწყვეტილება, ვიღაცის მიერ დაწერილი და საჯაროდ გახსენით, და თუ დაემთხვევა ჩვენს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, თქვენი სასარგებლო იქნება თუ თქვენი საწინააღმდეგო, საჯაროდ ვაცხადებ, გავიხდი მანტიას და დავტოვებ ჩემს თანამდებობას, და არა მარტო ამას გავაკეთებ, თქვენ სრული უფლება გექნებათ პირადად ჩემი მისამართით აღძრათ საქმე. თუ გამართლდა თქვენი პოზიცია, მე დავტოვებ ჩემს თანამდებობას, თუ არ გამართლდა, დაინახავთ რომ შეცდომაში შეგყავთ თქვენი თავი, სასამართლო და კიდევ ვინ არ ვიცი".
ნიკა გვარამიამ მანამდე მოსამართლე ნატა ნაზღაიძის რეპლიკაზე, რომ ეს საქმე რუსთავი ორს, საზოგადოებას და "საერთოდ ყველას" დისკომფორტს უქმნიდა, უპასუხა, რომ მისი სიტყვები წულუკიანისა და წინა მოსამართლეების სიტყვებს აგონებდა, რასაც ნაზღაიძემ დაუსაბუთებელი სიტყვები უწოდა.
"ეს ზუსტად ის სიტყვებია რომელსაც წინა მოსამართლე და თეა წულუკიანი გვეუბნებოდა ყოველ დღე. [გვარამიას სიტყვები] არაა დაუსაბუთებელი, წინა სხდომებზე თქვენ არ ბრძანდებოდით და წულუკიანს ალბათ არ უსმენთ, მე კი დარწმუნებული ვარ რომ არამხოლოდ უსმენთ, კითხულობთ კიდეც, მაგრამ, ზუსტად გეუბნებით, რომ ზუსტად ამ ტექსტით გვესაუბრება ყველა მოსამართლე და მთავრობის ყველა წევრი, რომ დისკომფორტს გიქმნით ეს და საზოგადოებისთვისაც საჩქაროა ამის დამთავრება.
არ არის ჩვენთვის საჩქარო ამის დამთავრება, არსად არ გვეჩქარება, ბედნიერები ვართ პროცესები დიდი ხანი რომ გრძელდება. ჩვენზე თუ ზრუნავთ, ძალიან გვასიამოვნებთ თუ პროცესს გადავდებთ რამდენიმე თვით ან სრულიადაც უსასრულოდ, ამას გარდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლო რას იტყვის, იმასაც ველოდებით" - თქვა გვარამიამ.
მოსამართლემ ამაზე უპასუხა, რომ მისთვისაც მნიშვნელოვანი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაზეც გვარამიამ მიუგო, რომ მათი მოქმედებები სხვაზე მეტყველებდა:
"არ ვარ დარწმუნებული, რომ იყოს თქვენთვის მნიშვნელოვანი დაელოდებოდით თქვენც ამ შედეგს. წინააღმდეგ შემთხვევაში გუშინდელ სხდომაზე ხვალ არ ჩანიშნავდით დღევანდელ სხდომას. ერთსა და იმავე მხარეს წარმოადგენთ თქვენ, ქალბატონი წულუკიანი და ბატონი ურთმელიძე".
მოსამართლემ გვარამიას თავის შეკავებისკენ მოუწოდა, რაზეც რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა უპასუხა, რომ მისი სიტყვები უხამსობას არ შეიცავდა და გამოხატვის თავისუფლებას ვერ წაართმევდნენ:
"არაფერს არ შევიკავებ, ეს არის ჩემი პოზიცია და ამ პოზიციას გამოვხატავ თავისუფლად. ვერ წამართმევთ ჩემი გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არც უხამსობაა და არც შეურაცხყოფა. ზუსტად ერთნაირად დასრულდება ყველა თქვენთაგანისთვის ეს პროცესი და არამხოლოდ ეს პროცესი".
მოსამართლე გუჯაბიძის წინადადების შემდეგ, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მასაც უკვირდა გუჯაბიძის მონაწილეობა ამ საქმეში, თუმცა ის არ აპირებს მონაწილეობის მიღებას თამაშებში მანტიის გახდაზე, თუმცა მოსამართლე ნატა ნაზღაიძემ მას სიტყვის დასრულების უფლება არ მისცა და გვარამიას დარბაზი დაატოვებინა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვის პარალელურად, სასამართლოს ეზოში შეკრებილნი არიან ტელეკომპანიის მხარდამჭერები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მოსამართლეები პოლიტიკურ ზეწოლას დაექვემდებარებიან და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით, ძალაში დატოვებენ. მსგავსი განწყობა აქვთ სასამართლოში მისულ პოლიტიკოსებსა და თავად რუსთავი 2-ის მენეჯმენტს.
-
გადახედვათბილისში ევროპული მარში დაიწყო თბილისში ევროპული მარში დაიწყო
-
გადახედვა"რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება "რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვა"რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში "რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში
-
გადახედვასაპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს საპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს
-
გადახედვაუნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი
-
გადახედვაუჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
-
გადახედვაშვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას შვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას
-
გადახედვაპოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა
-
-
გადახედვაროგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე
-
გადახედვაკობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები კობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები
-
-
გადახედვაზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან ზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძის თქმით, მასზე თავდასხმა სცადეს ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მასზე თავდასხმა სცადეს
-
გადახედვაბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება ბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება
-
გადახედვაწუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს წუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს
-
გადახედვაგახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს გახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს
-
გადახედვაჰიპ-ჰოპ არტისტები რუსული კანონის საპროტესტო აქციების მხარდასაჭერ კონცერტს გამართავენ ჰიპ-ჰოპ არტისტები რუსული კანონის საპროტესტო აქციების მხარდასაჭერ კონცერტს გამართავენ
-
გადახედვახაზარაძე აცხადებს, რომ შეიქმნება ფონდი იმ ადამიანის დასახმარებლად, ვისაც ღია პოზიციის დაფიქსირების გამო, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლებენ ხაზარაძე აცხადებს, რომ შეიქმნება ფონდი იმ ადამიანის დასახმარებლად, ვისაც ღია პოზიციის დაფიქსირების გამო, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლებენ
-
-
გადახედვა15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება — საია 15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება — საია
კომენტარები