ჩვენებური სანქციები — აპლიკაცია, რომელიც რუსული პროდუქციის ამოცნობაში დაგვეხმარება
რუსეთი-უკრაინის ომის პარალელურად, ინტერნეტში ახალი აპლიკაცია გამოჩნდა, რომელიც რუსული პროდუქციის ამოცნობასა და "ჩვენებური სანქციების" დაწესებაში დაგვეხმარება. მას Scan Product ჰქვია და მისი გადმოწერა შეგიძლიათ როგორც iOS-ის, ასევე Android-ის მომხმარებლებს.
ქართველი დეველოპერის, ეზეკი ზიბზიბაძის კომპანიის Jok Entertainers-ის მიერ შექმნილი აპლიკაცია საშუალებას გვაძლევს, ამა თუ იმ პროდუქტის ყიდვისას დავასკანეროთ მისი შტრიხკოდი და ასე მარტივად გავიგოთ, რომელ ქვეყანაშია ის წარმოებული.
საქართველოში უკვე იყენებენ ამ აპლიკაციას, რათა რუსული პროდუქციის ყიდვისგან თავი შეიკავონ და რუსეთს "ჩვენებური სანქციები" დაუწესონ. ინტერნეტში უკვე ვრცელდება რუსული პროდუქციის ამოცნობის ამსახველი ფოტოები. ეს ერთგვარი კამპანიაა, რომელში ჩართვაც ნებისმიერ ჩვენგანს, ნებაყოფლობითად შეუძლია.
კომენტარები