Messenger-ს ახალი ფუნქცია ემატება — რაში დაგვეხმარება ის და როგორ გამოვიყენოთ
რაიმეს ჯგუფურად შეძენისას გადასახადის ერთმანეთში გადანაწილება ხშირად საკმაოდ დამღლელი საქმეა, Meta კი ამის გამარტივებას Split Payments ფუნქციის გამოშვებით ეცდება. იგი Facebook Messenger-ის ყველა მომხმარებლისათვის იქნება ხელმისაწვდომი.
თუკი Messenger-ში აქამდე Facebook Payments — Facebook-ის გადახდები არ გამოგიყენებიათ, ფუნქცია საგადასახადო დეტალებს დაგაზუსტებინებთ (დებეტი, საკრედიტო ბარათი ან Paypal-ი).
ამისათვის, პირველ რიგში, Messenger-ზე ჯგუფი უნდა შექმნათ და სასაუბროში ყველა გადამხდელი დაამატოთ. ამის შემდეგ ორი არჩევანი გაქვთ: ან "+" ხატულას დააჭერთ ეკრანის უკიდურეს ქვედა ნაწილში, ანდაც ჯგუფის სახელს, შემდეგ კი "Split Payments" — გადასახადების გაყოფის ვარიანტს აირჩევთ. ეკრანზე დაწყებისათვის განკუთვნილი შეტყობინება "Get Started" — გამოჩნდება.
აქ უკვე შეგეძლებათ აირჩიოთ, ყველასთან გაიყოფთ გადასახადს თუ ზოგიერთ ადამიანს გამორიცხავთ (მათ შორის, საკუთარ თავსაც). აპლიკაცია გადასახადის ჯამური რაოდენობის შეყვანას მოგთხოვთ, ფუნქცია კი ღირებულებას შერჩეულ ადამიანებს შორის თანაბრად გადაანაწილებს. თუკი ვინმეს შედარებით მეტის გადახდა ეკუთვნის, განსხვავებული თანხის შეყვანა ხელითაც შეგეძლებათ.
დიდი ალბათობით, Meta სიახლის საშუალებით ცდილობს, საგადასახადო აპლიკაციებს (მაგ: Venmo, Block, Splitwise) არ ჩამორჩეს. ჯგუფური კომუნიკაციისათვის Messenger-ს უკვე უამრავი ადამიანი იყენებს, ამიტომაც, შესაძლოა, ტექსტური შეტყობინებებისათვის განკუთვნილ აპლიკაციას ამ საკითხში უპირატესობა აღმოაჩნდეს.
კომენტარები