Oppo-ს ახალი სმარტფონის მახასიათებლების შესახებ ინფორმაციამ გაჟონა
ჩინური ტექნოლოგიური კომპანიის Oppo ახალი სმარტფონის, Find X5 Pro-ს შესახებ პირველად ჯერ კიდევ იანვარში შევიტყვეთ, ახლა კი ონლაინ პორტალ WinFuture-ზე გაჟონილი ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს, ცხადად წარმოვიდგინოთ, რას უნდა ველოდოთ. ეს ეხება, როგორც აღნიშნული ფლაგმანის დიზაინს, ასევე მის მახასიათებლებს.
როგორც ცნობილი გახდა, მოწყობილობა აღიჭურვება პროცესორით Snapdragon 8 Gen 1 და უმაღლესი ხარისხის გრაფიკული პროცესორით Qualcomm Adreno 730. მისი შიდა მეხსიერება 256GB, ოპერატიული მეხსიერება კი 12GB გახლავთ.
წინასწარი მონაცემებით, სმარტფონს 6.7-დუიმიანი AMOLED ეკრანი ექნება, 3216 x 1440 პიქსელი გარჩევადობითა და 120-ჰერციანი განახლების სიხშირით. ელემენტის ტევადობა 5,000mAH-ს მიაღწევს, 80-ვატი სიმძლავრის სწრაფი დატენვის შესაძლებლობით.
Find X5 Pro-ს, 32-მეგაპიქსელიანი წინა კამერა, 50-მეგაპიქსელიანი მთავარი და ფართოკუთხოვანი კამერები, ასევე, 13-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო ლინზა ექნება. ერთ-ერთი სურათის მიხედვით, მათ მიმდებარედ გაკეთებულია წარწერა, რომელშიც MariSilicon X-ია ნახსენები. ეს იმას ნიშნავს, რომ მაღალი ხარისხის გამოსახულებებს სწორედ ამ ჩიპის მეშვეობით მივიღებთ.
ახალი ფლაგმანის ფასი ჯერჯერობით არაა დადასტურებული, თუმცა 1 200 ევროს (1 375 აშშ დოლარს) ვარაუდობენ. მას, წინამორბედის, Find X3 Pro-ს მსგავსად, მსურველები ევროპაშიც შეიძენენ.
კომენტარები