Galaxy S22-ს 9 თებერვალს ვიხილავთ — Samsung-მა Unpacked ღონისძიება დააანონსა
Samsung-მა მომავალი Unpacked ივენთი დააანონსა. ის 9 თებერვალს, ჩვენი დროით 19:00-ზე საათზე გაიმართება. მოსაწვევზე ვხედავთ დიდ "S"-ს რაც, რაღა თქმა უნდა, იმაზე მიგვანიშნებს, რომ ღონისძიებაზე სწორედ Galaxy S22-ს ვიხილავთ. Samsung-მა ასევე იმაზეც მიგვანიშნა, რომ S სერიის Ultra მოდელიც თებერვალში გამოვა და სწორედ ის ჩაანაცვლებს საბოლოოდ Note სერიას.
გასულ თვეებში S22-ის შესახებ ინფორმაციამ არაერთხელ გაჟონა. ჩვენ სამივე ვერსიის დიზაინი ვნახეთ, თუმცა ეს მაინც შეიძლება შეიცვალოს.
S22 Ultra, როგორც უკვე ვთქვით, Galaxy Note სერიას ჩაანაცვლებს და ის S Pen-საც მიიღებს. გავრცელებული ხმების თანახმად, S22-ს 6.1 ინჩიანი ეკრანი ექნება, რაც S21-ზე მცირედით პატარაა, ამ უკანსკნელის ეკრანი 6.2 ინჩიანი იყო. იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც აქამდე გავრცელებულა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიზაინისა თუ ფუნქციების თვალსაზრისით, სამსუნგი დიდ ნახტომს ნამვდილად არ ამზადებს. S22 უბრალოდ ისეთ განახლებებს მიიღებს, რომლებიც თანამედროვეობისთვის ფეხის ასაწყობად იქნება საჭირო.
თუ ეს ინფორმაცია შენთვის უკვე სამკარისია, მაშინ ჯერ კიდევ დაუანონსებელი სმარტფონი წინასწარი შეკვეთა აქედან შეგიძლია. თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, მაშინ ჯობს 9 თებერვალს დაელოდო, სადაც სმარტფონების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გავიგებთ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები