Nasdaq-100-ის ინდექსი ბოლო 52 კვირის მაქსიმალურ მაჩვენებელთან შედარებით 14%-ით არის შემცირებული, თუმცა, ამის მიუხედავად, ანალიტიკოსები 8 რჩეულ აქციაზე 72%-იან ზრდას ელოდებიან. საუბარია სწორედ იმ ფასიან ქაღალდებზე, რომლებიც კრიზისულ ეკონომიკურ გარემოში შედარებით მარტივად უმკლავდებიან.

საფონდო ბირჟის ინვესტორებისთვის ბოლო ორი წელი ნაყოფიერი იყო, თუმცა ბოლო პერიოდში ბაზარი საპროცენტო განაკვეთების ზრდამ შეაფერხა. ანალიტიკოსების შეფასებით, გასული პერიოდის აქციების შესანიშნავი ზრდის შემდეგ ბაზრისთვის უკან დახევა საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა.

ამავდროულად, ისინი ფიქრობენ, რომ ინვესტორები უკვე ადაპტირდნენ იმ ეკონომიკურ გარემოში, რომელიც ჩამოყალიბდა. შესაბამისად, მათი შეფასებით, ბაზარი აღმავლობის დასაწყებად მზად არის.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ Nasdaq-100-ში შემავალ აქციებს, რომლებზეც ფასები, ანალიტიკოსების შეფასებით, მიმდინარე წელს 72%-ით გაიზრდება. მანამდე კი გიჩვენებთ, რამდენად დაეცა ზოგიერთი მსხვილი ინდექსი საკუთარ შიდადღიური ფასის მაქსიმალურ მაჩვენებელთან შედარებით:

ინდექსი ტიკერი შემცირება დახურვა — იანვ. 22 შიდადღიური ფასის მაქს შიდადღიური მაქს. ფასის თარიღი
Nasdaq Composite Index COMP -15% 13,768.92 16,212.23 11/22/2021
Nasdaq-100 Index NDX -14% 14,438.40 16,764.86 11/22/2021
S&P 500 SPX -9% 4,397.94 4,818.62 01/04/2022
Dow Jones Industrial Average DJIA -7% 34,265.37 36,952.65 01/05/2022

როგორც ცხრილიდან ჩანს, Nasdaq Composite და Nasdaq-100-ის ინდექსები გასული 52 კვირის შიდადღიურ მაქსიმუმთან შედარებით, სულ მცირე, 10%-ით შემცირდნენ.

ფოტო: Nasdaq / Facebook

Nasdaq-100 ინდექსი 100 არაფინანსურ კომპანიას აერთიანებს, რომლებიც, თავის მხრივ, Nasdaq composite index-ში შედიან. FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების მიხედვით, ამ ინდექსში შემავალი აქციების 2/3 ეგრეთ წოდებული ყიდვის რეიტინგით ფასდება.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოგიდგენთ 8 აქციას, რომელიც ანალიტიკოსების მხრიდან 85%-იანი ყიდვის რეიტინგით არის შეფასებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ექსპერტები მომავალი წლის განმავლობაში მათზე ფასების ზრდას ელოდებიან.

კომპანია ტიკერი ყიდვის რეიტინგი დახურვის ფასი - 21 იანვ.($) სამიზნე ფასი($) მომავალ 1 წელში ზრდის პოტენციალი შემც. 52 კვ. მაქს. შედარებით
CrowdStrike Holdings Inc. Class A CRWD 87% 164.73 283.30 72% -45%
Amazon.com Inc. AMZN 96% 2,852.86 4,119.30 44% -24%
Marvell Technology Inc. MRVL 87% 72.55 102.68 42% -23%
Workday Inc. Class A WDAY 88% 245.69 327.23 33% 20%
Synopsys Inc SNPS 88% 303.31 401.13 32% -20%
Alphabet Inc. Class A GOOGL 94% 2,607.03 3,360.65 29% -14%
Palo Alto Networks Inc. PANW 89% 483.63 620.30 28% -16%
Microsoft Corp. MSFT 93% 296.03 370.77 25% -15%

ბაზარზე არსებული კრიზისი შესაძლებლობების შესაქმნელად კარგი პერიოდია. ინვესტირების მთავარი პრინციპიც ეს არის — იყიდო იაფად და გაყიდო ძვირად.

უნდა აღინიშნოს, რომ ფასიან ქაღალდებში ფულის დაბანდებამდე სიღრმისეული კვლევის ჩატარებაა რეკომენდებული. თუ ინვესტირებას აპირებ, ან ამ საქმეში უკვე ჩართული ხარ, გაჰყევი ანალიტიკოსების რჩევებს და შენთვის საინტერესო კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები უფრო დეტალურად გამოიკვლიე.

ცნობისთვის, თუ ადრე აქციებით ვაჭრობა ტექნიკურ სირთულეებს უკავშირდებოდა, ახლა მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ფასიანი ქაღალდების ყიდვა/გაყიდვა მობილბანკის საშუალებით არის შესაძლებელი, რისთვისაც მინიმუმ 1 დოლარია საჭირო.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.

თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები და ივაჭრე ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა.