ამერიკელი ანტივაქსერი თანამოაზრეებს თავიანთი შარდის დალევისკენ მოუწოდებს — მიზეზი გაგაოცებთ
ინტერნეტში აშშ-ში დაფუძნებული ანტივაქსერული ორგანიზაციისVaccine Police ხელმძღვანელის, კრისტოფერ კის ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ის თანამოაზრეებს თავიანთი შარდის დალევისკენ მოუწოდებს. ის ირწმუნება, რომ ამ გზით, არც მეტი, არც ნაკლები, კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებასთან, COVID-19-თან ბრძოლაა შესაძლებელი.
"ანტიდოტი, რომელიც გაგვაჩნია, არის ურინოთერაპია და ამას მრავალი კვლევა ადასტურებს. ვიცი, რომ ბევრი თქვენგანისთვის ეს გიჟურად ჟღერს, თუმცა ღმერთმა ყველაფერი მოგვცა, რაც გვჭირდება", — აცხადებს კრისტოფერი.
ანტივაქსერების ლიდერის აზრით, საკუთარი განავლის მიღება ვაქცინებზე უსაფრთხო და ეფექტიანია.
"დალიეთ თქვენი შარდი! მე საკუთარ განავალს უკვე ვსვამ და ამას უკანასკნელი 23 წელია, ვაკეთებ", — ამბობს ის.
მართალია, პანდემიის დაწყებიდან მალევე შეთქმულების თეორიის მომხრეებისგან არაერთი უჩვეულო მოსაზრება მოვისმინეთ, თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრისტოფერ კიმ ახალი მწვერვალები დაიპყრო.
იგი დარწმუნებულია, რომ ვაქცინები, რომელთა შექმნაზეც მეცნიერები მთელი ამ ხნის განმავლობაში დაუღალავად მუშაობდნენ, "ყველაზე საშინელი ბიოიარაღია". სინამდვილეში, კორონავირუსის დამარცხების ერთადერთი ქმედითი მეთოდი სწორედ იმუნიზაციაა, რომელიც სიკვდილისა და ჰოსპიტალიზაციის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.
განსაკუთრებით დღესდღეობით, როცა მსოფლიოში ახალი შტამი, ომიკრონი მძვინვარებს. მისგან თავის დასაცავად კი პრეპარატის 2 დოზა არ კმარა, არამედ დამატებითი ინიექციის გაკეთებაა საჭირო.
ასე რომ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამ ბრძოლაში ჩვენი შარდი ვერაფერში დაგვეხმარება.
კომენტარები