FDA-იმ დაამტკიცა თვალის წვეთები, რომელსაც სათვალის ჩანაცვლება შეუძლია
სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) სპეციალური თვალის წვეთები დაამტკიცა, რომელსაც წიგნის კითხვისას სათვალის საჭიროების ჩანაცვლება შეუძლია. ეს მილიონობით ადამიანის ცხოვრების შეცვლის. ინფორმაციას CBS News ავრცელებს.
თვალის წვეთები 65 წლამდე ადამიანებზე კარგად მოქმედებს. წვეთები 15 წუთში მოქმედებაში შედის და ეფექტს 6-დან 10 საათამდე ინარჩუნებს. მეთოდი იყენებს თვალის თანდაყოლილ უნარს, შეამციროს მისი გუგის ზომა.
"გუგის ზომის შემცირება აფართოებს ველის და ფოკუსის სიღრმეს. ეს საშუალებას გაძლევთ ბუნებრივად ფოკუსირება მოახდინოთ სხვადასხვა დიაპაზონში", — ჯორჯ უორინგმა, Vuity-ის კლინიკური კვლევის მთავარმა მკვლევარმა, განუცხადა CBS-ს.
ცდა 750 მონაწილეზე ჩატარდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ კმაყოფილები იყვნენ შედეგებით. "ეს ნამდვილად ცვლის ცხოვრებას", — თქვა ტონი რაიტმა, ერთ-ერთმა მონაწილემ.
რაც შეეხება ფასს, 30 დღის სამყოფი წვეთები $80 ღირს. ამასთან, შემქმნელები მომხმარებლებს აფრთხილებენ არ გამოიყენონ წვეთები ღამით ავტომობილის მართვისას და დაბალი განათების პირობებში.
ექსპერტების თქმით, წვეთები განსაკუთრებით პოპულარული 40-დან 55 წლამდე ადამიანებში იქნება.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები