შვეიცარიაში ევთანაზიის კაფსულის გამოყენება ლეგალური გახდა
3D პრინტერით დაბეჭდილმა კაფსულამ, რომელიც ადამიანს სუიციდის საშუალებას აძლევს, შვეიცარიაში იურიდიული განხილვა გაიარა. ამის შესახებ მოწყობილობის მწარმოებლებმა Swiss Info-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. კაფსულა სახელწოდებით "Sarco", რომელიც არ იყენებს რაიმე კონტროლირებად ნივთიერებას, სავარაუდოდ 2022 წელს ამოქმედდება.
მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს სახელმწიფოებში უკანონოა, ევთანაზია ლეგალურია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ნიდერლანდებში, გერმანიაში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, კანადასა და შვეიცარიაში. ამ ქვეყნებში ადამიანს შეუძლია ევთანაზია გამოიყენოს თუ ვერ ინკურნება და დაავადება იწვევს მის ტანჯვას.
შვეიცარიაში 2020 წელს 1300-მდე ასეთი პროცედურა ჩატარდა და ამ ყველაფერს ამჟამად ორი ორგანიზაცია ახორციელებს, იტყობინება Swiss Info. ზოგადად, მსგავსი მეთოდი სპეციალური ნივთიერებების მიღებას მოიცავს, თუმცა, ახალი კაფსულის შემქმნელებს ამ პროცესების კიდევ უფრო გამარტივება სურთ.
კომპანიას სურს გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი იმ ადამიანის ფსიქიკური სიჯანსაღის შესაფასებლად, რომელიც თვითმკვლელობას გადაწყვეტს. მათ დასჭირდებათ ონლაინ ტესტის შესრულება, რათა დაამტკიცონ, რომ გადაწყვეტილება თავისუფალი ნებით მიიღეს. უკვე ამის შემდეგ მიიღებენ წვდომას სპეციალურ კოდზე.
აღსანიშნავია, რომ 3D პრინტერით დაბეჭდილი კაფსულა მობილურია და მისი გამოყენება ნებისმიერ ადგილას შეიძლება. შემქმნელების თქმით, მთლიან პროცედურას დაახლოებით 30 წამი სჭირდება, რა დროსაც ადამიანი ჰიპოქსიით კვდება.
თუ სუიციდური აზრები გაწუხებთ ან გყავთ ახლობელი, რომელსაც გსურთ ამ მხრივ დაეხმაროთ, დარეკეთ: ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025) (უფასო). მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88 (უფასო)
კომენტარები