CERN-ის მეცნიერებმა "მოჩვენება ნაწილაკები" დააფიქსირეს
ნეიტრინო — ყველაზე მიუწვდომელი ნაწილაკები — ხელმისაწვდომი ხდება და ამაში მსოფლიოში ყველაზე მძლავრ ნაწილაკების ამაჩქარებელს უნდა ვუმადლოდეთ. ნეიტრინოებს მოჩვენებით ნაწილაკებს ეძახიან, რადგან უკიდურესად მსუბუქები არიან და არ აქვთ მუხტი, ამიტომ მათი ურთიერთქმედების დაფიქსირება ძალიან რთულია. მათი შესწავლა და დაკვირვება მეცნიერებისთვის დიდი გამოწვევაა და მიიჩნევა, რომ ამას ფიზიკაში გარდამტეხი სიახლეების მოტანა შეუძლია.
ახლა ჟურნალ Physical Review D-ში ასახული მასალა მიუთითებს მსგავს ნეიტრინოებაზე დაკვირვებას, რაც ნაწილაკების ამაჩქარებელზე პირველად მოხდა. თუმცა, აღსანიშნავია პილოტური ტესტირება, რა დროსაც, 2018 წელს დეტექტორმა სახელად FASER-მა ასეთი 6 ნაწილაკი აღმოაჩინა.
"ამ პროექტამდე, ნაწილაკების კოლაიდერზე ნეიტრინოს არანაირი ნიშანი არ ყოფილა. ეს მნიშვნელოვანი გარღვევაა და წინ გადადგმული ნაბიჯია რათა ამ მიუწვდომელი ნაწილაკების შესახებ მეტი გავიგოთ", — თქვა ნაშრომის თანაავტორმა ჯონათან ფენგმა, UCI-ის ფიზიკისა და ასტრონომიის გამორჩეულმა პროფესორმა და FASER Collaboration-ის თანახელმძღვანელმა.
დეტექტორი ATLAS-ის ექსპერიმენტის ფარგლებშია და დიდი ადრონული კოლაიდერის ოთხი მთავარი დეტექტორიდან ერთ-ერთია. მეცნიერების თქმით, ამ ექვსი ნეიტრინოს აღმოჩენამ მათ ორი მნიშვნელოვანი რამ ასწავლა.
"პირველი რაც ახლა ვიცით ისაა, რომ ATLAS-ის ურთიერთქმედების წერტილი სწორი პოზიციაა ნეიტრინოების გამოსავლენად. რაც შეეხება მეორე ფაქტორს, მან აჩვენა, რომ ჩვენმა ძალისხმევამ ემულსიის დეტექტორის გამოყენების ეფექტურობა დაადასტურა", — განაცხადა ფენგმა.
საპილოტე დეტექტორი 29 კილოგრამს იწონიდა, მაგრამ შემდეგი, სახელწოდებით FASERnu იქნება თითქმის 1 100 კილოგრამი იქნება. 2022 წლისთვის მკვლევართა გუნდი 10 000-მდე ნეიტრინოს აღმოჩენას გეგმავს.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები