ჩინეთმა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ორი სუპერკომპიუტერი ჩუმად ააწყო
ჩინეთი უსწრაფესად ვითარდება და ეს უკვე აღარავის უკვირს. ამერიკისა და ჩინეთისთვის მათ გამოთვლით შესაძლებლობებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სუპერკომპიუტერების შექმნაში ეს ორი ქვეყანა დიდი ხანია ერთმანეთს ეჯიბრება, თუმცა სავარაუდოდ, ამ სფეროში ჩინეთი წინ გაიჭრა და მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სუპერკომპიუტერი შექმნა, თან არა ერთი, არამედ ორი.
ორივე კომპიუტერი ჩინეთში, Wuxi-ს პროვინციაში მდებარე ნაციონალურმა სუპერკომპიუტერულმა ცენტრმა შექმნა. ამის შესახებ ინფორმაცია The Next Platform-მა ანონიმურ წყაროზე დაყრნობით გაავრცელა. ამ ორ სუპერკომპიუტერს Exascale სუპერკომპიუტერებად მოვიხსენიებთ, კონკრეტულად კი "Oceanlite" და "Tianhe-3" ერქმევათ. Exascale იმას ნიშნავს, რომ თითოეული მათგანის გამოთვლითი ძალა 1.3 ექსაფლოპი იქნება. თუ ეს მართალია, მაშინ გამოდის, რომ ჩინეთმა ყველაზე ძლიერი არა ერთი, არამედ ორი სუპერკომპიუტერი შექმნა. 1 ექსაფლოპიანი ბარიერი აქამდე არცერთ სუპერკომპიუტერს გადაულახავს.
ექსაფლოპიან სუპერკომპიუტერს წამში მილიარდობით გამოთვლის შესრულება შეუძლია. როგორც უკვე ვთქვით, ასეთი ნიშნულისთვის ჯერ არცერთ კომპიუტერს მიუღწევია. თუ The Next Platform-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, რეალობა შეიცვლება მაგრამ, როგორც ჩანს, ჩინეთი ამ ინფორმაციას საგულდაგულოდ მალავს.
ამ თემის გარშემო სპეკულაციები ბევრია. ჩინეთსა და ამერიკას იდეალური ურთიერთობა ნამდვილად არ აქვთ და გასაკვირი არ არის, რომ ჩინეთი ასეთ ინფორმაციას დაცულად ინახავს. ასევე, შესაძლებელია ეს რეპუტაციის საკითხიც იყოს. სულ მალე ამერიკული სუპერკომპიუტერი "Frontier"-იც გამოჩნდება და შესაძლოა ის 1.3 ექსაფლოპზე ძლიერი აღმოჩნდეს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე
კომენტარები