შემდეგი პოდკასტი: მულტიპლანეტარული ცივილიზაცია — კაცობრიობის მომავალი
მომენტი, როდესაც მულტიპლანეტარულ სახეობად ვიქცევით, სულ უფრო რეალური ხდება. ყველა პროგნოზით, ამ მხრივ პირველი პლანეტა, რომელსაც ადამიანი დედამიწის შემდეგ აითვისებს მარსი იქნება. წითელი პლანეტის კოლონიზაციაზე მოწინავე სახელმწიფოები, უდიდესი კომპანიები და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ფიქრობენ.
თუმცა, ბევრს მიაჩნია, რომ ეს არ იქნება უკანასკნელი პლანეტა, რომელსაც ადამიანი აითვისებს და მარსის შემდეგაც იქნება ახალი ციური სხეულები, რომლებიც ადამიანის ახალ სახლად იქცევა.
როდის მოხდება ახალი პლანეტების ათვისება და საერთოდ შესაძლებელია თუ არა ეს? რატომ არის მულტიპლანეტურ ცივილიზაციად ჩამოყალიბება მნიშვნელოვანი კაცობრიობისთვის და რას შეიძლება ეს ნიშნავდეს, როგორი შეიძლება იყოს კაცობრიობის მომავალი? ეს ის შეკითხვებია რაზეც პასუხის გაცემას პოდკასტში ვცდილობთ.
დღეს ჩვენთან ერთად მწერალი, მუსიკოსი და პოსტჰუმანისტური იდეებით შეპყრობილი ჰომო საპიენსი, ზურა ჯიშჯარიანია.
კომენტარები