Qualcomm და Google რენოს ელექტრომობილზე სამუშაოდ ერთიანდებიან
Google შესაძლოა Qualcomm-ის პროცესორებს თავისი სმატრფონებიდან იშორებს და მათი ჩანაცვლება ტაბლეტებსა და ნოუთბუქებშიც საკუთარი პროდუქტით სურს, მაგრამ არის საკითხები, სადაც ისინიც ისევ თანამშრომლობენ.
Qualcomm და Google გაერთიანდნენ და ისინი Renault Megane E-TECH Electric-ისათვის საერთო ძალებით დაამზადებენ ძირითად სამართავ ჩიპსეტს. ფრანგი მწარმოებელი ახალი ელექტრო SUV-ის მომავალ წელს გამოუშვებს.
Renault Megane E-TECH Electric გამოიყენებს Qualcomm-ის ჩიპს ავტომობილის საინფორმაციო სისტემის ასამუშავებლად, ხოლო პროგრამულ უზრუნველყოფას Google შექმნის.
Qualcomm-ის მიერ შექმნილი, Snapdragon-ის მესამე თაობის საავტომობილე სისტემები, კომპანიის თქმით, მძღოლისა და მგზავრებს სრულიად ახალ შეგრძნებებსა და გამცდილებას მოუტანს.
Snapdragon Automotive Cockpit Platforms — ასე ჰქვია Qualcomm-ის ახალ, მესამე თაობის სისტემას, რომელმაც ავტომობილის მაღალტექნოლოგიური ინფორმაციულ-გასართობი პლატფორმა უნდა აამუშაოს.
Megane E-TECH Electric-ის ინფორმაციულ-გასართობ სისტემაში ჩაშენებული იქნება გუგლის სერვისებიც — Google Assistant, Google Maps და Google Play. ხოლო Megane E-TECH Electric-იც ციფრული კოკპიტი Android Automotive Operating System (AAOS)-ზე იმუშვებს.
მოკლედ რომ ვთქვათ — Qualcomm და Google ერთად იმუშავებენ მანქანის ტვინსა და გასართობ სისტემებზე, ასევე მის ინტუიტიურ ხელოვნურ ინტელექტზე, რაც, როგორც ამბობენ, საბოლოო ჯამში მართვის საუკეთესო გამოცდილებას მოგვცემს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე
კომენტარები