ფეისბუქი ციფრული საფულის გამოშვებას გეგმავს
Facebook ციფრული საფულის გასაშვებად ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ დევიდ მარკუსი ავრცელებს. სწორედ ის უდგას სათავეში სოციალური მედიის გეგმებს, რომლებიც ციფრული ვალუტებთანაა დაკავშირებული.
ოთხშაბათს მარკუსმა განაცხადა, რომ Novi, ციფრული ვალუტების საფულე Facebook-ის აპლიკაციაში ინტეგრირდება. მან ასევე აღნიშნა, რომ Novi-ს აქვს ყველა საჭირო დაცული ლიცენზია, რომელიც ამერიკის თითქმის ყველა შტატში დაშვებულია მარეგულირებელი ორგანოების მიერ.
ფეისბუქის ციფრული საფულე მომგებიანი იქნება გამყიდველებისთვის. დევიდის თქმით, ისინი მომხმარებლებს ერთმანეთს შორის უფასო გადარიცხვებს შესთავაზებენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე დედამიწის სხვა წერტილებშიც. მისი აზრით, ფეისბუქი გახდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშე საგადახდო ინდუსტრიაში.
Facebook-ს არ დაუსახელებია კონკრეტული დრო თუ როდის უნდა ველოდოთ ამ განახლებას. ასევე უცნობია თუ რა ციფრულ ვალუტებს მიიღებს საფულე. ასევე არ ვიცით, იქნება ეს სტაბილური კოინები თუ სხვა ტიპის კრიპტოვალუტებით სარგებლობასაც შევძლებთ.
Facebook-ის ფინანსური განყოფილების ამჟამინდელი უფროსი, დევიდ მარკუსი 2019 წელს შექმნილი ციფრული ვალუტის, Diem-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელიცაა. სავარაუდოდ, ფეისბუქის ციფრულ საფულეში, საწყის ეტაპზე, სწორედ ამ ვალუტის მიმოქცევა იქნება დაშვებული. მის პროექტს 26 ბიზნესი უმაგრებს ზურგს, მათ შორის ფეისბუქიც. სწორედ Diem კოინების შესახანად შეიქმნა Novi საფულეც.
კომენტარები