მთვარის შუქს Tesla-ს ავტომობილების სრულად თვითმართვადი სისტემა შეცდომაში შეჰყავს
Tesla-მ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მათი ავტომობილების ნებისმიერ მომხმარებელს თვეში 99$-დან 199$-ის სანაცვლოდ შეუძლია "სრულად თვითმართვადი" ავტოპილოტის ფუნქციით ისარგებლოს. თუმცა როგორც აღმოჩნდა ახალ საშუალებას თავისი ხარვეზებიც გააჩნია.
ცოტა ხნის წინ Tesla-ს ერთ-ერთმა მძღოლმა Twitter-ზე დაპოსტა კომიკური პრობლემის შესახებ, საიდანაც ვიგებთ, რომ ავტოპილოტის ფუნქცია უკიდურესად ყვითელი შეფერილობის, სავსე მთვარეს შეცდომაში შეჰყავს, მას მთვარე შუქნიშნის ყვითელ ფერში ერევა და ამის გამო მანქანა სიჩქარეს უკლებს.
თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ კომპანიის ინჟინრები ყველაფერს აკეთებენ რათა პრობლემები მათ წარმოშობამდე მოაგვარონ, მაგრამ ზოგიერთი მათგანი თავს მაინც იჩენს ხოლმე. მიუხედავად ამისა, ეჭვი არავის ეპარება რომ მსგავსი ტიპის ხარვეზები მალევე გასწორდება .
ასევე იხილეთ:
ტესლას სრულად თვითმართვადი ავტომობილი თვეში ძალიან ძვირი დაჯდება
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფებში – შემდეგი ჯგუფი, Tech Talk.
კომენტარები