YouTube Twitch-ის მსგავს სამ ფუნქციას დაამატებს
YouTube დღეიდან ამატებს სამ ახალ ფუნქციას live-streaming-ისთვის, ეს ფუნქციები სტრიმერებისთვის საიმედო დასაყრდენია Twitch-ზე. სტრიმერებს შეეძლებათ დახურონ მხოლოდ მათი დამფინანსებლებისთვის გახსნან ჩატები და ჩაატარონ გამოკითხვებიც. ასევე მათ და მათ მაყურებლებსაც შეეძლებათ პოპულარულ Gaming სტრიმებზე დაყრდნობით კლიპების შექმნა.
ეს ფუნქციები უკვე არის Twitch-ზე და სტრიმერებს ხელს უწყობს საზოგადოებასთან ურთიერთობაში. დახურული ჩატის ფუნქციით, სტრიმერს შეუძლია მხოლოდ გამომწერებისთვის შექმნას ჩატი, რაც ასევე ხელს შეუწყობს იმაში, რომ სხვა ადამიანებიც დაიწყებენ ჩატში მოხვედრის გამო დონაციას. გამოკითხვის ფუნქციით კი ისინი თავს აარიდებენ ჩატში არსებულ ქაოსს და მარტივად მიიღებენ პასუხს კითხვაზე თუ თემა მოამზადონ შემდეგი live-stream-ისთვის.
კლიპებიც ძალიან მნიშვნელოვანი დანამატია. უამრავი ადამიანი არ აპირებს უყუროს რამდენიმე საათიან პირდპირ stream-ს, Twitch-ის კლიპის შექმნის ფუნქცია ფანებს აძლევს საშუალებას, რომ დაიჭირონ და გააზიარონ ჰაილაითები, რომლებიც სტრიმერებს ახალი მაყურებლებს შემატებს. YouTube ისევ ზღუდავს კლიპების რაოდნობას gaming კონტენტის შემქმნელებისთვის, რომლებსაც 1000-ზე მეტი მიმდევარი ყავთ, თუმცა მომავალში ამ ფუნქციის გამოყენების უფლება ყველას ექნება. აქამდე კლიპები ისევე როგორც ჩატის ახალი ფუნქციებიც, შეზღუდული რაოდენობის სტრიმერების მიერ იტესტებოდა.
სანამ Twitch დომინანტია live-streaming-ში, Facebook Gaming და YouTube Gaming უფრო მეტად ვითარდება. Streamlabs-ზე და Stream Hatchet-ზე დაყრდნობით YouTube ნახვების ბაზარზე მეოთხე ადგილზე იყო 2020 წლის დასასრულს, ეს რაოდენობა კი Twitch-ს სრული მაყურებლების რაოდენობის ორი მესამედია. YouTube-ს დიდი გზა აქვს გასავლელი, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქციების დამატებით მხარდაჭერას უცხადებს სტრიმერებს და ეხმარება მათ წინსვლაში.
კომენტარები