მთვარის ორბიტის ცვლილებები დედამიწაზე საგანგაშო წყალდიდობებს გამოიწვევს
მეცნიერების განცხადებით, მომდევნო დეკადის მანძილზე, მთვარის ორბიტის “რხევები”, დედამიწაზე საშინელ წყალდიდობებს გამოიწვევს.
NASA-ს და ჰავაის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალ Nature Climate Change-ში გამოქვეყნდა, რხევების დაწყებისთანავე, ამერიკის სანაპირო ქალაქებთან წყალდიდობები 3-4-ჯერ უფრო დიდი სიხშირით დაიწყება.
კვლევის თანახმად, მთვარის რხევები გამოიწვევს წყალდიდობების კლასტერების ზრდას, რაც სავალალოდ იმოქმედებს როგორც მაცხოვრებლებზე, ასევე სანაპირო ქალაქების ინფრასტრუქტურაზე.
როგორც Live Science იუწყება, ეს მოვლენა, სინამდვილეში სრულყოფილი ბუნებრივი ციკლია, რომელიც მილიარდობით წლის მანძილზე მიმდინარეობდა და დიდი ალბათობით, სამარადისოდ გაგრძელდება.
მთვარის ორბიტა მკაცრი 18.6-წლიანი ციკლით ქმნის დაბალი და მაღალი მოქცევის პერიოდებს. ფაქტი, რომელიც ამ ბუნებრივ მოვლენას ძალიან სახიფათოს ხდის არის ის, რომ კლიმატის ცვლილების და არაკონტროლირებადი სათბური აირების წყალობით, ზღვის დონე იწევს. ასე რომ, ადრეულ 2030-იან წლებში, როდესაც მოქცევის გამაძლიერებელი შემდეგი პერიოდი დაიწყება, წყალდიდობები გაცილებით უფრო უარესი, უწყვეტი და იმდენად სახიფათო იქნება, როგორც არასდროს.
კომენტარები