Virgin Galactic კოსმოსში გასამგზავრებელ ბილეთებს ათამაშებს — ბილეთი შეიძლება თქვენც მოიგოთ
ფოტო: omaze
ახლა, როცა Virgin Galactic-მა თავისი დამფუძნებელი კოსმოსში გაამგზავრა, ის მზად არის, სხვებსაც მისცეს ასეთივე მოგზაურობის შანსი. Virgin-მა და Omaze-მა გამოაცხადეს, გათამაშება ორი ადგილისთვის, "ერთ-ერთ პირველ" კომერციულ კოსმოსურ ფრენაზე. შეგიძლიათ გათამაშებაში უფასოდ ჩაერთოთ, თუმცა Space for Humanity-სთვის თანხის შეწირვა (შემოწირულობა კოსმოსში გაფრენას მეტად ხელმისაწვდომს გახდის) მოხვედრის მეტ შანსს მოგცემთ.
ფოტო: omaze
გათამაშება დასრულდება პირველ სექტემბერს, კომპანია გამარჯვებულს 29 სექტემბერს გამოავლენს. თუ გაიმარჯვებთ, მზად უნდა იყოთ, რომ აიღოთ შვებულება, რადგანაც ზუსტად იმ მომზადების გავლა მოგიწევთ, რაც ყველა სხვა Virgin Galactic-ის მგზავრს. ასევე შეგეძლებათ Spaceport America-ის დათვალიერება.
აქამდე მხოლოდ NASA-სა და სამთავრობო ორგანიზაციებს შეეძლოთ კოსმოსში გაფრენა და წარმუდგენელი იყო კოსმოსში გასამგზავრებელი ბილეთების მოგება. თუმცა, ახლა ყველაფერი იცვლება.
ნახეთ ვიდეო, რომელშიც რიჩარდ ბენსონი აცხადებს, რომ თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ კოსმოსის ბილეთები:
კომენტარები