ილონ მასკი კოსმოსურ ხომალდ Starship-ის გიგანტურ ტელესკოპად გადაკეთებაზე საუბრობს
დღემდე, არსებული ინფორმაციით, SpaceX-ის კოსმოსურ ხომალდ — Starship-ის გეგმებში მთვარის ზედაპირზე ასტრონავტების გადაყვანა, ჩვენი პლანეტის ძალზედ დანაგვიანებული ორბიტის გაწმენდა და მარსზე ქალაქის დაარსებაც კი შედიოდა.
თუმცა SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი ამბობს, რომ ხომალდი ასტრონომიული დაკვირვებებისთვისაც შეიძლება იყოს გამოყენებული.
ოთხშაბათს მასკმა დატვიტა, რომ "თვითონ ხომალდი" შეიძლება გახდეს "ახალი გიგანტური ტელესკოპი", რომელსაც ნასას ჰაბლის ტელესკოპზე 10-ჯერ მეტი რეზოლუცია ექნება.
მასკის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეს იდეა პირველად მას ლოურენს ბერკლის ნაციონალური ლაბორატორიის ასტროფიზიკოსმა, საულ პერმუტერმა შესთავაზა.
ეს ამბავი მას შემდეგ გავრცელდა, რაც გასულ თვეში NASA-ს ჰაბლის ტელესკოპის პროგრამული ხარვეზების გამო, კვლევების შეჩერება მოუწია. NASA-ს მეცნიერები ახლა ეძებენ გზას იმისათვის, რომ ტელესკოპი ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნონ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ NASA-ს Launch Services პროგრამის მიერ გამოქვეყნებულ სქემის თანახმად, სადაც შედარებულია სხვადასხვა რაკეტების მოქმედება, SpaceX-ის Falcon Heavy-ის მარსამდე დაახლოებით 12 ტონა ტვირთის გადატანა შეეძლება. თუმცა, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, Starship-ის შემთხვევაში ეს რიცხვი 10-ჯერ გაიზრდება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, სანამ ხომალდი ორბიტაზე გავა.
კომენტარები