კორონავირუსის ახალი შტამი — ლამბდა 30-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
მალაიზიის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ COVID-19-ის ახალი შტამი, რომელიც დელტა ვარიანტზე საშიშია, ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში, 30-ზე მეტ ქვეყანაში დააფიქსირეს.
"მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ლამბდას შტამი მომდინარეობს პერუდან, რომელიც მსოფლიოში სიკვდილიანობის მაჩვენებლით ლიდერობს", — წერს მალაიზიის ჯანდაცვის სამინისტრო ტვიტერზე.
Independent-ის ცნობით, ლამბდა ვარიანტი გაერთიანებულ სამეფოშიც დაფიქსირდა, ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეს ვარიანტი (C.37) 14 ივნისს დაარეგისტრირა.
ამ ეტაპზე, გადაჭრით რამის თქმა რთულია, რადგან ამ ვარიანტის კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. თუმცა სპეციალისტები შიშობენ, რომ ეს შტამი დელტაზე უფრო გადამდები და საშიშია.
კომენტარები