ოკეანე იწვის — მექსიკის ყურეში ნავთობმა გაჟონა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
მექსიკის ყურეში შემაძრწუნებელი რამ ხდება.
როუტერსის მიხედვით, წყალქვეშა ნავთობსადენი გასკდა, როგოღაც აალდა და ჩვენ წინაშე აპოკალიპტური სურათიც გადაიშალა — ოკეანე იწვის.
ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოები სოციალურ მედიებში ვრცელდება.
ვერტმფრენიდან გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ცდილობენ ცეცხლის ლოკალიზებას რამდენიმე გემით.
ნავთობსადენს მექსიკური სამთავრობო კომპანია Pemex ფლობდა. 5 საათიანი ბრძოლის შემდეგ, როუტერსის თქმით, მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს.
კომენტარები