ევროპის მომავლის ავიაგამანადგურებლის პროგრამამ — Future Combat Air System, ახალ ეტაპზე გადასასვლელად გერმანიის კანონმდებლებისგან მწვანე შუქი მიიღო. პროგრამაზე გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი მუშაობენ. ახალმა გამანადგურებელმა, 2040 წლისთვის, მოძველებული Eurofighter Typhoon-ები, ფრანგული Rafale-ები და ესპანური EF-18 Hornet-ები უნდა ჩაანაცვლოს.

განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ბუნდესტაგის ქვედა პალატის საფინანსო კომიტეტმა ფაზა 1B და ფაზა 2 დაამტკიცა. ეს ეტაპები 2021 და 2027 წლებში უნდა დასრულდეს. ოფიციალური დოკუმენტაციიდან ვიგებთ, რომ ეს ფაზები 5,3 მილიარდი დოლარი უნდა დაჯდეს.

FCAS მხოლოდ გამანადგურებლების შექმნას არ მოიცავს. პროგრამაში გათვალისწინებულია ახალი საბრძოლო დრონებისა და ულტრასწრაფი საკომუნიკაციო სისტემის — Combat Cloud-ის შექმნაც. სისტემა ხელოვნურ ინტელექტის შესაძლებლობებს გამოიყენებს, რათა მასში შემავალმა თითოეულმა კომპონენტმა მაქსიმალურად კარგად იმუშაოს.

პროგრამის ჯამური ღირებულება, სავარაუდოდ, 100 მილიარდი ევრო იქნება.

მეორე ფაზაში ფრანგული Dassault Aviation-ის და ევროპული Airbus-ის ერთიანი თანამშრომლობით ახალი ავიაგამანდგურებლის სადემონსტრაციო პროტოტიპი შეიქმნება, რათა გაიტესტოს მისი სანდოობა, საფრენი შესაძლებლობები და მოწინავე ტექნოლოგიები, რომლებსაც ის გამოიყენებს.

ევროპელები იმედოვნებენ, რომ მეექვსე თაობის გამანადგურებლის პირველი მუშა პროტოტიპი მზად 2025 წელს იქნება.