მეცნიერების თქმით, სოციალური მედია ცივილიზაციას უქმნის საფრთხეს
ადამიანთა ცივილიზაცია ომებსა და ეპიდემიებს გადაურჩა, თუმცა შეძლებს კი ის ასევე გაუმკლავდეს სოციალურ მედიას? სწორედ ამ შეკითხვაზე პასუხის პოვნა წარმოადგენს ახალი მოხსენების მთავარ მოტივაციას, რომელიც ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.
მისი ავტორი მკვლევართა მრავალფეროვანი გუნდია, რომელიც ბიოლოგებისგან, ფსიქოლოგებისგან, ნეირო და კლიმატის მეცნიერებისგან შედგება. ეს შეკითხვა ერთგვარი მოწოდებაა მოქმედებისკენ, რომ უკეთ შევისწავლოთ ის გზები, რომლებითაც დეზინფორმაცია ვრცელდება ინტერნეტში.
კვლევის თანაავტორმა და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ჯოზეფ ბეკ-ქოლმანმა მოხსენების შესახებ Vox-თან ისაუბრა ინტერვიუში. შეკითხვა, რომელზეც ვცდილობდით პასუხის გაცემას, იყო "ის, თუ კომპლექსური სისტემების შესახებ არსბეული ცოდნის გათვალისწინებით, რა დასკვნის გაკეთება შეგვიძლია საერთო საზოგადოების განვითარების მიმართულების კუთხით?
დაახლოებით ისევე, როგორც თაგვებისა თუ ბუზების მოდელს ვიყენებთ ხოლმე ნეირომეცნიერებაში. ცხოველთა ჯგუფებზე ჩატარებული კვლევის მიზანი კი იმის გაგებაა, თუ რას გვეუბნებიან ისინი კოლექტიურ ბიჰევიორიზმზე და, ზოგადად, ფართო კომპლექსურ სისტემებზე.
ამიტომ, ჩვენი მიზანია, ამ ინფორმაციის საფუძველზე საზოგადოებაზე დაკვირვება. აღსანიშნავია, რომ კომპლექსურ სისტემებს მათში ჩარევის გარკვეული ზღვარი აქვთ. თუ ზედმეტად ჩაერევით ამ სისტემებში, ისინი შეიცვლებიან და ხშირად, მოულოდნელად განიცდიან კატასტროფულ მარცხს".
ბეკ-ქოლმანმა და მისმა კოლეგებმა ბევრი მაგალითი მოიყვანეს, როდესაც, მათი თქმით, სოციალურმა მედიამ სანდო ინფორმაციის გავრცელებას შეუშალა ხელი ჯანრმთელობის, კლიმატის და მრავალი სხვა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ. ისინი იმასაც აღნიშნავენ, რომ ინტერნეტი შეიძლება საშინელი იარაღი იყოს, თუმცა მისი გამოყენება კარგი მიზნებისთვისაც შეიძლება.
"ინფორმაციის დემოკრატიზაციამ დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე, განსაკუთრებით კი მარგინალიზებულ ჯგუფებსა და უმცირესობებე", — განუცხადა Vox-ს ბეკ-ქოლმანმა. "სოციალური მედია ამ ჯგუფებს ფართო საზოგადოებამდე ხმის მიწვდენის საშუალებას აძლევს. ეს შესანიშნავია, თუმცა ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს როჰინჯა მუსლიმების გენოციდი და კაპიტოლიუმის აჯანყებაც". აღსანიშნავია, რომ ამ მოვლენების განვითარებაში სოციალურმა ქსელებმა დიდი როლი ითამაშეს.
კომენტარები