სალვადორის შემდეგ ბიტკოინის ოფიციალურ ვალუტად ქცევა პარაგვაისაც სურს
სულ რამდენიმე კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც სალვადორი პირველ სუვერენულ სახელმწიფოდ იქცა, რომელმაც ბიოტკიონი გადახდის ლეგალურ საშუალებად გამოაცხადა.
ამან მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და, როგორც ჩანს, იდეით სხვა სახელმწიფოებიც დაინტერესდნენ. პარაგვაის ერთ-ერთმა კანონმდებელმა — კარლიტოს რეჯალამ, ტვიტერის მეშვეობით განაცხადა, რომ მომდევნო თვეში ის ნაციონალურ კონგრესს წარუდგენს ანგარიშს სადაც ბიტკოინის ლეგალურ საგადახდო საშუალებად დამტკიცებას მოითხოვს.
კარლიტოს რეჯალას ინიციატივა საკმაოდ კარგად ჟღერს, თუმცა სალვადორისგან განსხვავებით, სადაც ბიტკოინის გალეგალურება პრეზიდენტის იდეა იყო, პარაგვაიში ამის მზაობა, სავარაუდოდ, ნაკლებადაა. რეჯალას პარტიას სამთავრობო ორგანოში 80-დან მხოლოდ 2 წარმომადგენელი ჰყავს, ანუ მის იდეას მხარი პოზიციამაც უნდა დაუჭიროს და ოპოზიციამაც.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კარლიტოს რეჯალას მხარს ადგილობრივი ბიზნესები უჭერენ. Group Cinco, გასართობი ინდუსტრიაში მოღვაწეობს. კომპანიამ სულ ახლახანს გამოაცხადა, რომ მათი 24 ბიზნესი ივლისიდან კრიპტოვალუტებს, როგორც გადახდის საშუალებას, ოფიციალურად მიიღებს.
კომენტარები