Sou Fujimoto Architects-მა ახალი, მოლივლივე კოშკის დიზაინი გვაჩვეენა, რომელიც ჩინეთისთვის, კერძოდ კი ჟენშენის პროვინციისთვისაა განკუთვნილი. კონკურსში მონაწილეობა უამრავმა არქიტექტურულმა ნამუშევარმა მიიღო. ახალი კოშკი უნდა გახდეს ჟენშენის პროვინციის სავიზიტო ბარათი.

ახალმა კოშმა რამდენიმე ძირითად კითხვას უნდა გასცეს პასუხი — რას ნიშნავს კოშკში 21-ე საუკუნეში და როგორ უნდა გახდეს თანამედროვე ნაგებობა ისეთივე ღირებული, როგორიც ეიფელის კოშკია? New City Center Landmark-ის მიერ ჩატარებულ შესარჩევ ეტაპზე სწორედ Sou Fujimoto Architects-ის მიერ შექმნილმა დიზაინმა გაიმარჯვა

კოშკი სიმაღლეში 268 მეტრი იქნება და მასში 99 ინდივიდუალური კოშკისმაგვარი ნაწილი იქნება, რომელსაც ზედა ნაწილში ძლიერი ჰორიზონტალური სექცია გააერთიანებს. ქვევით ჩამოშვებული სვეტები ნელ-ნელა წვრილდება და თითქოს ქრება, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ კოშკი ჰაერში ლივლივებს

ავტორის ჩანაფიქრით ერთი კოშკი და სვეტების ერთობლიობა უნდა იყოს სახე "მრავალფეროვანი საზოგადოებისა, რომელიც გაერთიანებულია".

კოშკის მშენებლობისას ძირითად მასალად მეტალს, ნახშირბოჭკოს, კევლარსა და ბეტონს გამოიყენებენ. ბირთვების ამორტიზაციას კი კევლარის თოკებისა და რკინის ერთობლიობა უზრუნველყოფს.