ექსპერტების თქმით, კანადაში იშვიათი, კიბოს მსგავსი პარაზიტი ვრცელდება და ეს საყურადღებოა
ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ პარაზიტი, რომელსაც ძაღლებისგან ადამიანზე გადასვლა შეუძლია, კანადაში ვრცელდება.
ახალი კვლევის თანახმად, კანადის პროვინციაში — ალბერტაში პაციენტებში გამოვლენილია კიბოს მაგვარი პარაზიტული დაავადება, რომელიც გამოწვეულია ფირის ჭიებით.
"ალბერტა ახლა ცხელი წერტილია. უკვე შეიძლება ბევრი ადამიანია, რომელიც ახლა ამ პარაზიტს ავრცელებს. კორონავიურსმა შეგვახსენა, რომ ცხოველებისგან გამოწვეული დაავადებები ძალიან საშიშია და ჩვენ მას ყურადღება უნდა მივაქციოთ. შესაბამისად, ეს შემთხვევაც საყურადღებოა", — ამის შესახებ CBC-ს განუცხადა ალბერტას უნივერსიტეტის ინფექციურმა ექსპერტმა სტენ ჰიუსტონმა.
იმ შემთხვევაში თუ პარაზიტი ადამიანის ორგანიზმში მოხვდება, მან შეიძლება ღვიძლის კიბოს მსგავსი სიმტომები განავითაროს. სხვა სიმპტომებში შედის სისუსტე, მუცლის ტკივილი და წონის დაკლება.
დაავადება, რომელსაც alveolar echinococcosis (AE) ეწოდება, უყურადღებობის შემთხვევაში შეიძლება ფატალური იყოს. მისი მოშორება კი ქირურიგიული ჩარევით ხდება.
ექსპერტების თქმით, ეს დაავადება შეიძლება წლების განმავლობაში უსიმპტომოდ გაგრძელდეს. თავის მხრივ, ეს მის გავრცელებას უწყობს ხელს.
ახალი კვლევის თანახმად, ახლა კანადაში გვხვდება ამ პარაზიტის ახალი შტამი, რომელსაც უფრო მეტად შეუძლია გავრცელება.
"2013 წლიდან 2020 წლამდე ალბერტაში 17 მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს დასავლეთ ნახევარსფეროსთვის უჩვეულო დაავადებაა", — ამბობენ კვლევის ავტორები.
საბედნიეროდ, ზოგადად მსგავსი დაავადება ადამიანებში იშვიათია. თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, კანადაში, კერძოდ ალბერტაში განვითარებული მოვლენები ყურადღებას იმსახურებს.
კომენტარები