ჩინეთმა ახლახან თავის კოსმოსურ სადგურზე პირველი ასტრონავტები გაუშვა
ჩინეთმა Long March 2F რაკეტით თავის კოსმოსურ სადგურზე პირველი ასტრონავტები გაუშვა. ხომალდის სურათების ხილვას აქ შეძლებთ.
"ჩვენ ამ მისიაში ძალიან დიდი ენერგია ჩავდეთ", — განუცხადა NBC News-ს ხომალდის დამპროექტებელმა, რონ იმ.
ასტრონავტები, Shenzhou-12 კოსმოსურ ხომალდთან ერთად სადგურზე სამ თვეს გაატარებენ. მათი აქ ჩასვლის მთავარი მიზანი სიცოცხლის მხარდამჭერი სისტემისა და სხვა აღჭურვილობების შემოწმება, ასევე ექსპერიმენტების ჩატარება და საცხოვრებელი ადგილების მომაზადებაა მომავალი მისიების ასტრონავტებისთვის. მომავალ წელს, ჩინეთის ოფიციალური პირების მიხედვით, აქ ორი ლაბორატორიული მოდულის გაგზავნა იგეგმება.
ამ გაშვებას განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის ის, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადამიანები ჩინეთის Tiangong-3 კოსმოსურ სადგურს შეუერთდებიან. გარდა ამისა, 2016 წლის შემდეგ ახლა ჩინეთმა პირველად გაუშვებს ასტრონავტებს ორბიტაზე.
"მჯერა, რომ ახლო მომავალში, როდესაც ჩინეთის კოსმოსური სადგური საბოლოო სახეს მიიღებს, იგი ჩინელ და უცხოელი ასტრონავტების ერთობლივ მისიებსაც უმასპინძლებს", — განაცხადა გაშვებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს ასისტენტ დირექტორმა, ჯი ქაიმინგმა.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ჩინეთი კოსმოსური სადგურის დასასრულებლად Tiangong-3-ზე, მომავალ ორ წელში, კიდევ 11 მისიას გაუშვებს.
"უზარმაზარი სამყაროს შესწავლა, კოსმოსური საქმიანობის გააქტიურება და ძლიერი კოსმოსური ერის მშენებლობა ჩვენი მუდმივი კოსმოსური ოცნებაა", — დაამატა ქაიმინგმა.
კომენტარები