2020 წლის ივლისში, NASA-ს Parker ზონდი პლანეტა ვენერას ძალიან მიუახლოვდა. ის ვენერასთან იმდენად ახლოს იყო, რომ პლანეტის ბუნებრივი რადიოსიგნალები დააფიქსირა. ეს რადიოსიგნალები პლანეტის იონოსფეროდან, ატმოსფეროს ზედა რეგიონიდან მომდინარეობდა.

ახლა, NASA-ს მეცნიერებმა ეს უცნაური რადიოსიგნალები აუდიოდ აქციეს. ამ ფუტურისტული ხმების მოსმენა უკვე შეგვიძლია. ჟღერადობა სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმიდან გეგონებათ.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ რადიოსიგნალებს პლანეტის შესასწავლად გამოიყენებენ და გავიგებთ თუ რატომ არის მასზე ასეთი მაღალი ტემპერატურა.

მიუხედავად იმისა, რომ Parker ზონდის მთავარი მიზანი მზის გარე გვირგვინის დაკვირვება იყო, ის გასულ ზაფხულს ვენერას ისე მიუახლოვდა, რომ პლანეტის ზედაპირისგან სულ რაღაც 832 კილომეტრით იყო დაშორებული.

აღსანიშნავია, რომ რადიოსიგნალების წყარო არა არამიწიერი ცივილიზაციის მიერ შექმნილი ტექნოლოგია, არამედ ბუნებრივი მოვლენაა, რაც უარყოფითად დამუხტული ნაწილაკების აქტიურობასთან არის დაკავშირებული.