მდინარეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქრებიან
გლობალურად ტემპერატურის მატების შედეგად მყინვარები ნელნელა ქრებიან, მდინარეები კი, ფიზიკურად იცვლიან კურსს.
შედეგად მიღებული "მდინარეთა მეკობრეობის" რისკები მოსახლეობას და ბუნებრივ ეკოსისტემებს, The Guardian-ის მიხედვით, წყლის რესურსების გარეშე ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ მდინარეების მეკობრეობის უმეტესი შემთხვევები ზომიერია — ერთ ადგილას ოდნავ მოხრა თუ მიმართულების მცირე შეცვლა სხვა ადგილას — ჟურნალ Geomorphology-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, ამ პროცესებმა ალასკას ისედაც მყიფე ეკოსისტემებს, შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს და მკვეთრად შეცვალოს ადამიანების მიერ წყლის რესურსების მოხმარება.
მდინარეთა მეკობრეობის პირველი თანამედროვე შემთხვევა 2016 წელს დაფიქსირდა, როდესაც კანადას უდიდესი კასკავულშ მყინვარი იმდენად სწრაფად დადნა, რომ მდინარემ, რომელიც ამ მყინვარისგან იკვებებოდა, შეიცვალა მიმართულება და ბერინგის ზღვაში იმ ადგილიდან 1 000 კილომეტრის დაშორებით ჩავიდა, რა ადგილასაც აქამდე ჩაედინებოდა ხოლმე. აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილების ინტენსიურობის ზრდასთან ერთად, Guardian-ის მიხედვით, მდინარეთა მეკობრეობა მომავალში უფრო უარეს სახეს მიიღებს.
"მსოფლიოში მყინვარები უკან იხევენ, რაც, რა თქმა უნდა, კლიმატის ცვლილებას უკავშრდება", — განუცხადა Guardian-ს კალგარის უნივერსიტეტის გეომეცნიერმა დენ შუგარმა.
ახლა, კვლევაში მონაწილე ეროვნული პარკის სამსახურის გეოლოგი ამბობს, რომ მისი პროგნოზით, ალასკას ალსეკ მდინარე, რომელიც სწრაფად გაქრობადი დიდი პლატოს მყინვარიდან იკვებება, მომდევნო ათწლეულების მანძილზე კურსიდან რამდენიმე კილომეტრით გადაუხვევს და უკან მოიტოვებს ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებისთვისაც ეს მდინარე წყლის რესურსების მთავარ წყაროს წარმოადგენს.
კომენტარები