ჩინეთში შექმნეს რობოტი, რომელიც კოსმოსურ "ნაგავს" აგროვებს
ჩინეთში შექმნეს რობოტის პროტოტიპი, რომელიც კოსმოსურ ნაგავს შეაგროვებს. რობოტი დედამიწის დაბალ ორბიტაზე უკვე გაუშვეს.
ბადისმაგვარი კოსმოსური რობოტი სახელად NEO-01 სტარტაპ Origin Spac-მა შექმნა და მისი წონა სულ რაღაც 30 კილოგრამია. სტარტაპის მიზანი ასტეროიდების ნარჩენების მოპოვებაა.
ასტეროიდების ნარჩენების მომპოვებელი კომპანია პირველად 2009 წელს შეიქმნა. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, მაგრამ აქამდე კომპანიები ნარჩენების შესაგროვებლად მაგნიტებს იყენებდნენ. NEO-01 ამისთვის სპეციალურ ბადეს გამოიყენებს.
1950-იანი წლებიდან მოყოლებული დედამიწის დაბალ ორბიტაზე ათასობით სატელიტი გავუშვით. დროსთან ერთად, ბევრი ასეთი სატელიტი უსარგებლო გახდა და სახიფათოა. ასეთ ნარჩენებს სხვა მოქმედი სატელიტების და კოსმოსური მისიების დაზიანება შეუძლიათ.
Origin Space ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობს. მეტიც, მათ საბოლოოდ 2045 წლისთვის ასტეროიდებზე სამუშაო ოპერაციების შესრულება სურთ.
კომენტარები