აღმოაჩინეს პლანეტა, რომელიც ვარსკვლავებზე უფრო ცხელია
ასტრონომთა საერთაშორისო გუნდმა, რომელსაც ასტროფიზიკოსი ბრეტ ადისონი ხელმძღვანელობს, აღმოაჩინა ახალი პლანეტა სახელწოდებით TOI-1431b. ახლად აღმოჩენილი პლანეტა სტუმართმოყვარეობით ნამდვილად არ გამოირჩევა. პლანეტაზე არა მარტო ადამიანისთვის, არამედ ყველაფრისთვის ძალიან მაღალი ტემპერტურაა.
TOI-1431b საკმაოდ დიდია, ის იუპიტერზე სამჯერ უფრო მასიურია და ჩვენგან 490 სინათლის წელიწადითაა დაშორებული. პლანეტა თავის ვარსკვლავთან იმდენად ახლოს არის, რომ მის გარშემო ერთ მთლიან ბრუნს სულ რაღაც ორ-სამ დღეს ანდომებს.
რამდენად ცხელი?
ახლად აღმოჩენილ პლანეტაზე ტემპერატურა იმდენად მაღალია, რომ ნებისმიერ მეტალს წამებში ააორთქლებს. მეტიც, პლანეტა ზოგიერთ წითელ ჯუჯა ვარსკვლავზეც ცხელია.
მსგავსი ცხელი პლანეტები ძალიან იშვიათია. ასტრონომებმა TOI-1431b როგორც "ჯოჯოხეთური პლანეტა" ისე აღწერეს.
"პლანეტა გავარვარებულ ლავაზე ცხელია. მეტიც, დღის ტემპერატურით პლანეტა ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავების 40%-ზე უფრო ცხელია." — ამბობს ბრეტ ადისონი.
ასეთი მონაცემების პლანეტა ნამდვილად არასტუმართმოყვარეა, მაგრამ მეცნიერებისთვის შესასწავლად ის ძალიან საინტერესოა.
კომენტარები