ყოველდღიურად ჩვენს თვალწინ მძვინვარე ბრძოლა მიმდინარეობს, რომელშიც ერთ მხარეს ფაგები — ბუნების ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მკვლელები, მეორე მხარეს კი, ზოგ შემთხვევაში არანაკლებ სასტიკი ბაქტერიები დგანან.

დედამიწაზე უამრავი ბაქტერიაა, რომელიც ადამიანისთვის საშიშია. სწორედ მათთან საბრძოლველად ადამიანს ბუნებამ ბაქტერიოფაგები უბოძა. ბაქტერიოფაგები ბაქტერიებზე ნადირობენ და მათ ანადგურებენ. სწორედ ამიტომ ბაქტერიოფაგებს სამედიცინო კუთხით ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ.

დღეს სწორედ ბაქტერიოფაგებზე ვისაუბრებთ. შევეცდებით გავიგოთ თუ როგორია ეს უძველესი ომი და რაში შეგვიძლია მისი გამოყენება ჩვენ, ადამიანებს. ამ ყველაფერის გარკვევაში კი, დღევანდელი სტუმარი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა მაკალათია დაგვეხმარება.

SoundCloud

PodBean

Google Podcasts

Pocket Casts

Spotify