Signal-მა დაჰაკა სმარტფონების გასატეხი სისტემა, რომელსაც პოლიცია იყენებს
ცოტა ხნის წინ, Cellebrite-მ, კომპანიამ, რომელიც სმარტფონების გატეხვაზეა ორიენტირებული, განაცხადა, რომ იპოვა გზა Signal-ის დასაჰაკად და ინფორმაციის ამოსაღებად. კომპანიის განცხადებით, ისინი ეხმარებიან სხვადასხვა ქვეყნების ძალოვან სტრუქტურებს, რათა სმარტფონებიდან ინფორმაცია კანონიერად მოიპოვონ. თუმცა, აღსანიშნია, რომ Cellebrite მუშაობს ისეთ ავტორიტარულ ქვეყნებთან როგორიც რუსეთი, ბელარუსი, ვენესუელა და ჩინეთია.
Signal-ის შემქმნელმა, მოქსი მარლინსპაიკმა, ორი დღის წინ გამოქვეყნებულ ბლოგში განაცხადა, რომ მათმა გუნდა მოიპოვა Cellebrite-ს აპარატურა, იპოვა ის მოწყვლადობები, რომლებიც შესაძლოა Signal-ის გატეხვის საფუძველი გამხდარიყო და ყველაფერი გამოასწორა.
საიდან ჩაუვარდა ხელში Signal-ის მფლობელს Cellebrite-ს აპარატურა უცნობია, თუმცა ბლოგში მან ხუმრობით აღნიშნა, რომ მთელი სისტემა და კაბელების ნაკრები მის თვალწინ სატვირთო ავტომობილიდან გადმოვარდა.
Cellebrite ყიდის ინფორმაციის ანალიზატორის სრულ ეკიპირებას, რომელსაც UFED-ს უწოდებენ. სწორედ UFED-ის ძველი ვერსია ჩაუვარდა ხელში სიგნალის მფლობელს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები