ჰანს ციმერი ალბათ ყველას გეცნობათ. სწორედ ამ ლეგენდარულ კომპოზიტორს ეკუთვნის მეფე ლომის, გლადიატორის, უკანასკნელი სამურაისა თუ სხვა უამრავი კინოშედევრის საუნდტრეკი.

სწორედ მას შეაქმენივა Oppo-მ თავისი ახალი ფლაგმანისთვის, Find X3 Pro-სთვის ზარის, მაღვიძარის და სმარტფონის სხვა ხმები.

The Verge-ის ჟურნალისტი, ჯეი პიტერსი, დაუკავშირდა Oppo-ს და მელოდიების გამოგზავნა სთხოვა.

მათი მოსმენა აქ შეგიძლიათ

მთავარი ზარის ხმა

ეს ჰანს ციმერის მიერ შექმნილი მთავარი ზარის მელოდიაა, რომელიც ალბათ დამეთანხმებით, რომ სმარტფონის რინგტონად იდეალური იქნება.

https://cutt.ly/Ec5Ql1x

მაღვიძარის ხმა

როგორც ჩანს, ჰანს ციმერს სურს, რომ დილით ასეთი ხმა აღვიძებდეს, მაგრამ ჩემი აზრით, ის ძილისმომგვრელი უფროა.

https://cutt.ly/xc5T84E

შეტყობინებების ხმა

ეს შეტყობინებების მთავარი ხმაა, რომელიც იმდენად კარგია, რომ ყველა აპლიკაციაზე ვისურვებდი.

https://cutt.ly/ac5YXbd

ჰანს ციმერის მიერ შექმნილი ხმები იმდენად იდეალურია, რომ ალბათ დროა Google-მაც და Apple-მაც იფიქრონ მასთან მუშაობაზე.

ასევე, Oppo-ს YouTube არხზე განთავსებულ ინტერვიუში ჰანს ციმერი გვიხსნის თუ როგორ ესმის მას ფერები. ინტერვიუ საკმაოდ საინტერესოა, ამიტომ გირჩვთ უყუროთ.