ჩეთბოტები ფინტექ სამყაროში — Silicon Valley
ჩეთბოტებს უკვე ბევრგან შეხვდებით. ისინი გვეხმარებიან ვებსაიტების ნავიგაციაში, მომსახურების დახვეწაში, მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებასა და ბევრ სხვა რამეში.
Silicon Valley-ზე დაფუძნებული Wing VC-ის პარტნიორი, ზაკ დევიტი თვლის, რომ კომპანიებმა ამ მხრივ ფინტექ ინდუსტრიას უნდა მიმართონ.
"ხელოვნური ინტელექტი და ჩეთბოტები ეს ის სფეროა, სადაც ფინტექს დიდი როლი აქვს. ფინტექი მონაცემების მდიდარი ინდუსტრიაა, სადაც ხელოვნური ინტელექტი და ჩეთბოტები ერთიანდებიან. ერთად ისინი კომპანიებს და მომხმარებლებს ბევრ კარგ საქმეს უკეთებენ", — ამბობს ზაკ დევიტი.
Wing VC ხელოვნური ინტელექტის და ჩეთბოტების სფეროში კარგად ერკვევა. კომპანია Silicon Valley-ზე მყოფ ბევრ ფინტექს ჩეთბოტების და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში დაეხმარა. ზაკის თქმით, მომხმარებლის გამოცდილება ამ მხრივ წარმატების მთავარი გასაღებია.
"მომდევნო ათი წლის განმავლობაში მომხმარებლის გამოცდილება იქნება ის რაც კომპანიების ბედს გადაწყვეტს. ფინტექისთვის ეს განსაკუთრებით აქტუალურია, მიზეზი მარტივია, აქ საქმე გვაქვს ადამიანების ფულთან. მძლავრი ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩეთბოტის ყოლა მომხმარებლის გამოცდილების ფუნდამენტური ნაწილია. რაც უფრო კომფორტულია ბოტთან კომუნიკაცია, მით უფრო ფუნქციონალურია ის. ასეთ დროს, მომხმარებელს ადამიანთან კომუნიკაცია აღარ სჭირდება. მსგავსი მომსახურება ბევრად უფრო სწრაფი და კომფორტულია." — ამბობს ზაკ დევიტი.
დევიტის თანახმად, ნიუ-იორკში დაფუძნებულ ონლაინ სადაზღვევო კომპანია, Lemonade-ს ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩეთბოტების მხრივ ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. Lemonade-ს ბოტს შეუძლია უპასუხოს შეკითხვებს და უპრობლემოდ გაუმკლავდეს ხშირად დასმულ შეკითხვებს. ბოტს მსგავსი მომსახურების გაწევა ერთდროულად უამრავი მომხმარებლისთვის შეუძლია. მას მომხმარებლისგან ზუსტი ინფორმაციის მისაღებად დაახლოებით სამი წამი სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ბოტი სულ რამდენიმე წამში იგებს იმას თუ ზუსტად რა უნდა მომხმარებელს.
დევიტის თქმით, ფინტექის მომავალი ჩეთბოტებთან არის დაკავშირებული. ექსპერტების თქმით, მსგავსი მომსახურება სულ უფრო მოთხოვნადი და პოპულარული ხდება, თუმცა, კორონავირუსის ფაქტორმა ეს კიდევ უფრო დააჩქარა. ადამიანებისთვის ციფრული კომუნიკაცია ყოველდღიურობად იქცა და ეს ზუსტად ის არის რაც ჩეთბოტებს "აწყობთ".
"ჩეთბოტების გამოჩენამდე, ადამიანები ხშირად რუტინულ საქმიანობას ასრულებდნენ. ჩეთბოტები ამ მხრივ რუტინას თავის თავზე იღებენ და ადამიანებს მეტი კრეატიულობისკენ უბიძგებენ. ამასთან, მას შემდეგ რაც ჩეთბოტებს ვიყენებთ, ჩვენი მომსახურების დონე საგრძნობლად გაიზარდა." — ამბობს დერეკ მედლინი, Katapult-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ფართის გამქირავებელი მოწინავე კომპანიაა.
ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩეთბოტებთან ერთად, Katapult მანქანურ სწავლებას ენის ანალიტიკისთვის და დამუშავებისთვის იყენებს. ეს მძლავრი ხელოვნური ინტელექტისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია.
ფაქტია, ტექნოლოგიები ვითარდება. ამასთან, სულ უფრო აქტუალური ხდება ხელოვნური ინტელექტი და ჩეთბოტები, რაც საბოლოოდ ფინტექთან არის დაკავშირებული.
თუ გინდა გაიგო მეტი ფინტექ ინდუსტრიაზე, გაეცნო ბლოგებსა თუ სტატიებს და დაესწრო პანელურ დისკუსიებს, გამოიწერე Fintech.ge.
კომენტარები