Genesis-მა დრონების შოუში რეკორდული რაოდენობის 3 281 დრონი გამოიყენა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
Hyundai-ს შვილობილმა კომპანიამ, Genesis-მა შანხაის ცაში 3 281 დრონი ერთდროულად აუშვა და კომპანიის ლოგო გამოსახა. ამით ავტომწარმოებელმა ბრენდის ჩინეთში შესვლა აღნიშნა.
დრონების ასეთი რაოდენობა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ კომპანიას გინესის რეკორდი დაემყარებინა. "ყველაზე მეტი სინქრონულად მფრინავი უპილოტო დანადგარი" — სწორედ ეს რეკორდი მოხსნა Genesis-მა.
სტატიის დასაწყისში თქვენ ხედავთ ფოტოს, სადაც ცაში გამოსახული ჯენესის ლოგო ჩანს, თუმცა კომპანიამ ვიდეოც შემოგვთავაზა.
წინა რეკორდი Shenzhen Damoda Intelligent Control Technology-ს ეკუთვნოდა. მათ, 20 სექტემბერს, 3 051 დრონი გამოიყენეს და ულამაზესი შოუ შემოგვთავაზეს.
კომენტარები