პროცესორი, რომელიც ბიუჯეტურ სმარტფონებს ფლაგმანებად აქცევს — Qualcomm Snapdragon 780G
Qualcomm Snapdragon 888 კომპანიის საუკეთესო პროცესორია და მას იყენებს ყველა ფლაგმანი, რომელიც წელს გამოვიდა.
ამჯერად, Qualcomm ახალ Snapdragon 780G-ს აანონსებს, რომელიც საშუალო კლასის სმარტფონებს ფლაგმანურ წარმადობას შესძენს.
Snapdragon 780G გასულ წელს გამოსული 765G-სა და 768G-ის გამგრძელებელია. შეგახსენებთ, რომ Snapdragon 765G-ის იყენებს Google Pixel 5.
780G-ს ახალი Kryo 670 ბირთვები ექნება და ქუალქომის მტკიცებით, ის 40%-ით უფრო სწრაფია ვიდრე 768G. 780G-ს ვიდეობარათი Adreno 642 იქნება და მას 144 ჰერციანი ეკრანების მხარდაჭერაც ექნება. Snapdragon 780G 5 ნანომეტრიან არქიტექტურაზეა დაფუძნებული, რაც ასევე სიახლეა. აქამდე, საშუალო კლასის პროცესორები 7 ნანომეტრიანი იყო, 5 ნანომეტრზე გადასვლა კი გვაძლევს იმედს, რომ პროცესორი უფრო ენერგოეფექტური იქნება.
Snapdragon 780G-თ აღჭურვილ სმარტფონებს 2021 წლის მეორე ნახევრიდან უნდა ველოდოთ.
კომენტარები