OnePlus 9 და OnePlus 9 Pro ოფიციალურად ორ კვირაში გამოვა, თუმცა სმარტფონის შესახებ, ფაქტობრივად, ყველა დეტალი უკვე ცნობილია.

ინტერნეტში სმარტფონების ფოტოები დღეს გამოჩნდა და ისიც კი ზუსტად ვიცით, თუ რა ფერებში გამოვლენ ისინი. ამასთან ერთად, პეტე ლაუმ, OnePlus-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დაადასტურა, რომ კომპნია სონისგან ექსკლუზიურ კამერის სენსორს — IMX789-ს მიიღებს.

OnePlus 9 სამ ფერში იქნება ხელმისაწვდომი — შავი, ლურჯი და იისფერი. სმარტფონს სამი კამერა ექნება, რომლებიც Hasselblad-თან თანამშრომლობით შემუშავდება.

წინა მხარეს ერთი კამერაა განთავსებული, შუშა კი 2,5D იქნება, რომლებიც კუთხეებისკენ გადახრილია.

OnePlus 9 Pro სხვა ფერებში წარსდგება მყიდველის წინაშე. Pro-ს შემთხვევაში ერთით მეტ კამერასაც მივიღებთ და სმარტფონის უკანა პანელზე არსებული შუშა უსადენო დამუხტვის შესაძლებლობასაც მოგვცემს.

სმარტფონის წინა მხარე სტანდარტული მოდელისგან დიდად არ განსხვავდება.

ჩვენ უკვე ვიცით, რომ ფართოკუთხოვანი კამერა სონის 48 მეგაპიქსელიანი IMX766 სენსორი იქნება, დღეს კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პეტერ ლაუმ დაადასტურა, რომ მთავარ კამერად ვანპლასი ექსკლუზიურ IMX789 სენსორს მიიღებს. მას 4K ვიდეო 120fps-ით გადაღების შესაძლებლობა ექნება. ასევე Pro მოდელში შევხვდებით Hasselblad Pro რეჟიმს, რომელიც 12 ბიტიანი RAW ფოტოების გადაღების საშუალებას მოგვცემს.

OnePlus 9 სულ მალე, 23 მარტს გამოვა.