Google Fit-ს პულსისა და რესპირატორული ფუნქციების მონიტორინგი დაემატა
გუგლმა თებერვალში დააანონსა, რომ Google Fit პულსისა და რესპირატორული ფუნქციების გაზომვის შესაძლებლობას მხოლოდ ჩვენივე ტელეფონის დახმარებით მოგვცემდა. გუშინ, ტექნოლოგიურმა გიგანტმა დაადასტურა, რომ განახლება ორშაბათიდან დაიწყო და მათ პირველად Google Pixel-ის ხაზის სმარტფონები იღებენ.
აპლიკაციის განახლების შემდეგ, იქ ახალი გვერდები "Raspiratory" და "Check your heart rate" დაგვხვდება.
გუგლმა ამასთან დაკავშირებით ვიდეოც გაავრცელა, სადაც ახალი ფუნქციების გამოყენების ინსტრუქცია ნაბიჯ-ნაბიჯაა აღწერილი.
გულისცემის გაზომვა მთავარ კამერაზე თითის დადებითა და 30 წამი გაჩერებით ხდება. იმისათვის, რომ ეს სიბნელეშიც შევძლოთ, ფანრის ანთებაც შესაძლებელი იქნება.
Google Fit თითში გამავალი სისხლის ფერის ცვლილებას შეამჩნევს, რაც საშუალებას მისცემს დაადგინოს თქვენი პულსი. ალგორითმი ითვალისწინებს გარშემო არსებულ განათებას, კანის ფერს, ასაკსა და მრავალ სხვა ფაქტორს, თუმცა გუგლი მაინც აღნიშნავს, რომ სამედიცინო დასკვნებისათვის აპლიკაციის გამოყენება მიზანშეწონილი არაა.
კომენტარები