აშშ-ის ახალი სამხედრო სათვალეებით კედლების მიღმა "დანახვაა" შესაძლებელი
აშშ-ის არმია ახალი მაღალტექნოლოგიური სათვალის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ჯარისკაცებს კედლის მიღმა "დანახვის" საშუალებას მისცემს.
სათვალე, რომელსაც დამატებითი ვიზუალური ინტეგრირების სისტემა (IVAS) ეწოდება, შედგება რამდენიმე ჩამონტაჟებული კამერისგან. ამ კამერებს სხვა ადგილებში დამონტაჟებულ კამერებთან დაკავშირება შეუძლიათ. მაგალითად, ჯარისკაცი, რომელიც ჯავშანტექნიკაშია შეძლებს დაუკავშირდეს კამერას, რომელიც მის გარეთ არის. ასე ჯარისკაცი ჯავშანტექნიკის გარეთ დამონტაჟებული კამერიდან დაინახავს.
მეტიც, მხედველობის ამ ახალი სისტემით რუკების და ობიექტების დანახვაც იქნება შესაძლებელი.
"აქამდე ჯარისკაცი ერთ კონკრეტულ მხარეს ხედავდა, მით უმეტეს, თუ სპეციალური ღამის ხედვის ჩაფხუტი ეკეთა. ამ ახალი ტექნოლოგიებით ჯარისკაცს რამდენიმე კუთხის დანახვა შეეძლება", — ამბობს პირველი კლასის სერჟანტი, ჯოშუა ბრალი.
ეს ნიშნავს, რომ მსგავსი სათვალეები ისეთი ღამის ხედვის ტექნოლოგიებსაც დაუკავშირდება, რომელიც ჯარისკაცის სამიზნეზეა მიმაგრებული.
PopMech-ის თანახმად, არმიამ 1,1 მილიარდი დოლარის დაფინანსება მოითხოვა, რაც 40 ათასი ასეთი სპეციალური სათვალისთვის არის საჭირო. თუმცა, როგორც Army Times იტყობინება, კონგრესმა ეს მოთხოვნა 20 პროცენტით შეამცირა.
კომენტარები