ჰაკერებმა Jailbreak-ის ახალი ვერსია გამოუშვეს და ის ყველა iPhone-ზე მუშაობს
ჰაკერთა ჯგუფმა, iPhone-ებისთვის, Jailbreak-ის ახალი ვერსია გამოუშა, რომელიც თითქმის ყველა აიფონზე მუშაობს და იმ მოწყვლადობას იყენებს, რომელიც Apple-ის თქმით, გასულ თვეში თავდასხის ობიექტი გახდა.
Unc0ver-ის გუნდმა ახალი ჯეილბრეიქი გასულ უქმეებზე გვანახა და მათი თქმით, ის iOS 11-დან iOS 14,3-ის ჩათვლით ნებისმიერ აიფონზე მუშაობს.
Jailbreak თამაშს გავს ჰაკერებსა და Apple-ს შორის. ერთ მხარეს სმარტფონზე მეტი კონტროლი და თავის თავზე მორგების მეტი საშუალება სურს, მეორეს პრიორიტეტი კი უსაფრთხოებაა. ჰაკერები Jailbreak-ის ასაწყობად ისეთ მოწყვლადობებს ეძებენ, რომლებიც ეფლის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე გვერდის ავლის საშუალებას იძლევა. მაგალითად, ჯეილბრეიქიან აიფონზე ნებისმიერი წყაროდან შეიძლება აპლიკაციების დაყენება ისევე, როგორც ეს ანდროიდზეა შესაძლებელი და აუცილებელი არაა მათი App Store-დან გადმოწერა.
Jailbreak-ის ავტორებმა ტვიტში აღნიშნეს, რომ მათ სწორედ ის მოწყვლადობა (CVE-2021-1782) გამოიყენეს, რომელის აღმოფხვრაზეც ეფლი მუშაობდა და iOS 14,4-ში გამოასწორა კიდეც.
Apple-მა ბაგი გასულ თვის განახლებით გაასწორა. iOS 14,4-ზე ჯეილბრეიქი ჯერ არ მუშაობს და წინა, 14,3 ვერსიაზე დაბრუნებაც შეუძლებელია.
კომენტარები