ახალი სიტყვა საჰაერო შეიარაღებაში — ზებგერითი საბრძოლო დრონი
სინგაპურში დაფუძნებულმა კომპანიამ, Kelley Aerospace-მა, საბრძოლო დრონი შეიმუშავა, რომელსაც ზებგერითი სიჩქარის მიღწევა შეუძლია.
საუბარია უპილოტო საფრენ აპარატზე, სახელწოდებით Arrow. დრონს საათში 2 592 კილომეტრის დაფარვა შეეძლება. ეს ნიშნავს, რომ დრონს ლოს-ანჯელესიდან ტოკიომდე სამ საათზე ნაკლები დრო დასჭირდება.
მეტიც, ის "უცხოპლანეტელების" ხომალდს ჰგავს.
საჰაერო ბრძოლა
16 მილიონ დოლარამდე ღირებულების მიუხედავად, დრონმა ინტერესი უკვე გამოიწვია და 100 წინასწარი შეკვეთაც მიიღო.
"ჩვენი დრონი საჰაერო შეიარაღების გასაძლიერებლად შეიქმნა. ის ახალი სიტყვაა." — ამბობენ შემქმნელები.
როგორც ბევრი სხვა დრონი, რომელიც ამჟამად გამოიყენება, Arrow-ს კონტროლიც დისტანციურად, ადამიანს შეეძლება. ასევე, მას ავტონომიურადაც შეუძლია მოქმედება, რამაც ბევრს ტერმინატორის Skynet გაახსენა.
უპილოტო ბრძოლა
Flight Global-ის წყაროებიდან ირკვევა, რომ Kelley Aerospace-ის ორი უპილოტო საფრენი აპარატის ტესტირება აშშ-ში და შვედეთში უკვე მოხდა.
ბოლო დროს შეიარაღების მხრივ, დრონები სულ უფრო დიდ როლს თამაშობენ. მაგალითისთვის, 2003 წელს, აშშ-ს ძალიან ცოტა უპილოტო საფრენი აპარატი ჰქონდა, დღეისთვის მათი რაოდენობა რამდენიმე ათასს სცდება.
კომენტარები