გერმანიის ჰოლოგრამებიანი ცირკი 2021 წლის მდგრადი განვითარების კონკურსის ფინალისტია
ცირკი ცხოველები დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე დაჩაგრულ არსებებს წარმოადგენენ, რომლებიც მუდმივად ხდებიან ძალადობისა და ცუდი მოპყრობის მსხვერპლნი. გასული ათწლეულების მანძლზე არაერთი ცირკი დაიხურა მას შემდეგ, რაც ცხოველთა დამცველებმა ცირკებში ცხოველების სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ აიმაღლეს ხმა და მთელ სამყაროს დაანახეს, თუ რა იმალება ამ ერთი შეხედვით გასართობი წარმოდგენის უკან.
დღეს კი, ტექნოლოგიების ეპოქამ ჩვენი ცხოვრების მრავალი ასპექტი მნიშვნელოვნად შეცვალა და შესაძლებელი გახადა ისეთი ცირკების არსებობა, სადაც ცხოველებს წარმოდგენებში მონაწილეობას არ აიძულებენ და სადაც არავინ იტანჯება — ამ ყველაფერს კი VR ტექნოლოგიას უნდა ვუმადლოდეთ.
გერმანიის Circus Roncalli გახდა პირველი ცირკი, რომელმაც ცხოველები ჰოლოგრამებით ჩაანაცვლა და იმისთვის, რომ წარმოდგენისთვის ტრადიციული სახე შეენარჩუნებინათ, Bluebox-თან პარტნიორობით, 32 მეტრი სიგრძისა და 5 მეტრი სიმაღლის არენაზე 11 ლაზერის პროექტორი დააინსტალირეს. მაღალტექნოლოგიური მოწყობილობები არენაზე წრიულად არიან განლაგებულნი. ისინი ქმნიან რეალური, ან რეალურთან შედარებით დიდი ზომის ცხოველთა ჰოლოგრამებს, სპეციალურად შექმნილ გამჭვირვალე წრიულ ზედაპირზე.
სულ ცოტა ხნის წინ, ჰოლოგრამების ცირკი გერმანიის 2021 წლის მდგრადი განვითარების კონკურსის ფინალისტი გახდა და როგორც ჩანს, იგი ინდუსტრიაში ახალ სტანდარტების დამყარებას უწობს ხელს.
ტექნოლოგიების წყალობით წარმოდგენა ისევ გაგრძელდება. ეს კი ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცვლის სამყაროსა და ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას ტექნოლოგიები.
კომენტარები