Facebook-ის ახალი სარეკლამო კამპანია გვარწმუნებს, რომ Ad tracking კარგია
რეკლამების სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრისათვის ფეისბუქი და სხვა დიდი კომპანიები მომხმარებელთა პირად ინფორმაციას რომ აგროვებენ, ახალი არავისთვისაა.
გასული წლის ბოლოს Apple-მა უსაფრთხოების ახალი ნორმები წარადგინა, რომელიც ყველა აპლიკაციას ავალდებულებს, შეატყობინოს მომხმარებელს, აგროვებს თუ არა ის მათ პირად ინფორმაციას.
Apple-ის წინააღმდეგ Facebook სარჩელსაც ამზადებს, თუმცა, ამის პარალელურად ტექნოლოგიურმა გიგანტმა ახალი სარეკლამო კამპანიაც წამოიწყო, რომელიც გვარწმუნებს, რომ რეკლამების პერსონალიზაცია კარგია და ამით პატარა კომპანიებსაც ვეხმარებით.
iOS 14,5-მდე ნებისმიერ აპლიკაციას, თუკი თქვენ მათ წესებს დაეთანხმებოდით, შეეძლო პერსონალური ინფორმაციის შეგროვება და შემდგომ მათი გამოყენება რელკამების სწორად შერჩევისთვის. Apple-მა ჩათვალა, რომ ეს არასამართლიანი იყო და ახლა თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, რომ აპლიკაციას ამის უფლება შეუზღუდოს.
კომენტარები