აშშ-ს არმია ლაზერული შეიარაღების შექმნაზე მუშაობს, რომელიც მიზანს აორთქლებს
შეერთებული შტატების არმია ავითარებს მძლავრ ლაზერულ იარაღს, რომელსაც მეტალის აორთქლება შეეძლება.
ახალი იარაღი, სახელწოდებით Tactical Ultrashort Pulsed Laser, სავარაუდოდ, მილიონჯერ უფრო მძლავრი იქნება, ვიდრე აქამდე არსებული ნებისმიერი ლაზერული იარაღი.
ერთი შეხედვით, ეს სამეცნიერო ფანტასტიკაში არსებულ ლაზერულ შეიარაღებას მოგვაგონებს და როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს ასეც არის, ფანტასტიკა რეალობა ხდება.
აქამდე არსებული ლაზერული იარაღები, რომელიც აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა შეიმუშავეს, ლითონში ხვრელების წარმოქმნას ახერხებდა, რასაც ახლოს მდებარე მტრის მანქანების და დრონების მწყობრიდან გამოყვანა შეეძლო.
ახალი იარაღი, იმდენად მძლავრია, რომ მას არა მარტო მეტალის დადნობა, მისი აორთქლებაც კი შეუძლია. ის მოკლე იმპულსებს ყოველ 20 წამში ერთხელ ისვრის, რაც მიზანში მოხვედრის შანსებს კიდევ უფრო ზრდის.
გარდა იმისა, რომ ეს შეიარაღება უკვე თავისთავად ძალიან მძლავრი იქნება, სამხედროები კიდევ უფრო სამეცნიერო ფანტასტიკისკენ მიიწევენ, ცდილობენ რა, იარაღს ელექტრომაგნიტური იმპულსი მიანიჭონ.
"მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი იარაღი ბევრისთვის რთული წარმოსადგენია, ეს ყველაფერი, დღეს უკვე არსებული ტექნოლოგიით არის შესაძლებელი. ეს აღარ არის სამეცნიერო ფანტასტიკა" — უთხრა, ჰერიოტ-ვატის უნივერსიტეტის ინჟინერმა, დერიკ რიდმა, ჟურნალ New Scientist-ს.
კომენტარები