Qualcomm-ის გაფართოებული რეალობის სათვალე, რომლითაც ბრაუზერის ტაბებს მთელ კედელზე გადაიტანთ
ჩიპსეტების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ, Qualcomm-მა, გაფართოებული რეალობის სათვალეების ახალი, საორიენტაციო დიზაინი გვანახა. კომპანია მას XR1 Smart Viewer-ს უწოდებს და მისი შეერთებაა კომპიუტერთან ან სმარტფონთან USB Type-C-თ არის შესაძლებელი. ასეთი სათვალეების გამოსვლას 2021 წლის შუა პერიოდიდან უნდა ველოდოთ.
XR1-ს მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინი აქვს. ის ორ 1920 x 1080 გარჩევადობის მქონე OLED ეკრანს იყენებს. მის შემადგენლობაში ასევე შედის რამდენიმე კამერა, რომელთა დანიშნულებაც გარე სამყაროზე ვირტუალური ელემენტების დამატება იქნება. კამერები აღიქვამენ რა ხდება ჩვენს გარშემო და თუ მაგალითად, კომპიუტერთან ვზივართ და წინ კედელია, ჩვენ შევძლებთ ბრაუზერის ტაბების კედელზე გადატანას.
სხვა ვირტუალური სათვალეების მსგავსად, XR1-ის მხედველობის არეალიც შეზღუდულია და 45 გრადუსს შეადგენს.
Lenovo-მ უკვე დააანონსა XR1-ის ბაზაზე შექმნილი ვირტუალური რეალობის სათვალე — ThinkRealiry A3, რომელიც წლის დასაწყისში CES-ზე წარმოგვიდგინა.
კომენტარები